ავტორი:

რას შეიძენ "შავ პარასკევს" 50 ლარად "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე?

რას შეიძენ "შავ პარასკევს" 50 ლარად "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე?

24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით, ერთგულ მკითხველებს „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე სპეციალური შეთავაზებები ელოდება. შეთავაზებები, მათ შორის 70%-მდე ფასდაკლება ვრცელდება გამომცემლობის ყველა წიგნზე, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაზე.

იმისათვის, რომ მკითხველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდეს, „პალიტრა L-ი“ გვთავაზობს იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელსაც ფასდაკლებით 50 ლარად შევიძენთ:

ედიშერ ყიფიანი - წითელი ღრუბლები - 40%-იანი ფასდაკლება

ედიშერ ყიფიანის ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერლობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომლებიც დამსახურებულად იკავებენ ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს...

მისი გაცნობა „შავი პარასკევის“ ფარგლებში მკითხველს სპეციალური შეთავაზებით შეუძლია.

დავით ქართველიშვილი - მეგაპოლისი და ფიზიკური პირები - 40%-იანი ფასდაკლება

ერთმა დიდმა ლიტერატორმა (ბორხესმა) ბრძანა: მხატვრულ ტექსტად სულ ოთხი ამბავი იწერება და ეს ამბებიაო: ამბავი წასვლის, ამბავი მოსვლის, ამბავი შეხლა-შემოხლის (მოსვლის მერე), და ამბავი დასჯისო. რომ გადახედოთ აქადე წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ამ დასკვნამდე ნებისმიერი მიხვალთ. დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა (ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი+ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება... სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს თუ რა რეალური და შინაგანი აღმართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს, ეს მაღალ-ოსტატურადაა მოთხრობილი ამ ყოველმხრივ დაქსესილ რომანში.

აგათა კრისტი - მკვლელობა გოლფის მოედანზე - 30%-იანი ფასდაკლება

ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი აგატა კრისტი ჩვენს ბიბლიოთეკებში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მისი დეტექტივების კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო თავშესაქცევი საქმიანობაა. „მკვლელობა გოლფის მოედანზე“ ერკიულ პუაროს მიერ გახსნილი კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გვიამბობს: „სამხრეთამერიკელ მილიონერს სასწრაფოდ სჭირდება ერკიულ პუაროს დახმარება და თავის მამულში, საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში სთხოვს ჩასვლას. ისიც არ დააყოვნებს და თავის დიდი ხნის მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება, თუმცა ამაოდ _ მესიე რენო გოლფის მოედანზე იპოვეს მოკლული. სახელგანთქმულ მაძებარს დახლართულ მოვლენათა ორომტრიალში მოუწევს გადაშვება, რათა მილიონერის მკვლელი იპოვოს.“

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“ – 20%-იანი ფასდაკლება

მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტია.

მისი „მარგალიტები“ 2021 წლის შემოდგომაზე გამოიცა და 2 წელია, ბესტსელერთა შორის წამყვან ადგილს იკავებს.

რომანი მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელიც სვანეთისუბანში ცხოვრობს და ანანასებზე ოცნებობს. გოგონა ძალიან ბევრს ოცნებობს და ამჩნევს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით, რომლის მონაწილეებიც არიან სამნი: მარგო, მისი უმშვენიერესი და - ანა და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა.

დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ".

ნანი მანველიშვილი - „არ დამივიწყო“ – 20%-იანი ფასდაკლება

კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის კიდევ ერთი რომანი, რომელიც ასევე „პალიტრა L-ის“ ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორისაა, „შავი პარასკევის“ ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

ნანი მანველიშვილმა კონკურსში გაიმარჯვა 2019 წელს რომანით „ოდისევსის სინდრომი“, რომელიც ხალხის რჩეული გახდა. არანაკლები პოპულარობა მოიპოვა რომანმა „არ დამივიწყო“, რომელიც უცნაურ ამბებს მოგვითხრობს: რა მოხდება, ადამიანებს დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" - პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია - საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული.

როგორც ჩამოთვლილი, ისე სხვა წიგნების შესარჩევად მიჰყევით ბმულს.

R