პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავასთან ახლოს მდებარე ქალაქ ლოძში ქართველი ქალი მოკლეს.
დანაშაული მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში მოხდა. დანაშაულის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში 21 ნოემბერს, გამთენიის 4 საათზე შევიდა.
მკვლელობა ღამით მოხდა. პოლონური პოლიციის წინასწარი ცნობით, ბრალდებულიც საქართველოდან არის, მან მიმალვა შეძლო.
როგორც მედია იუწყება, ის იდენტიფიცირებულია და მასზე გამოცხადებულია ძებნა.
პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც შინ გამთენიისას დაბრუნდნენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. წყარო