ავტორი:

რას შეიძენთ 50%-იანი ფასდაკლებით "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე? - განაახლეთ ბიბლიოთეკა "წიგნის პარასკევს"

რას შეიძენთ 50%-იანი ფასდაკლებით "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე? - განაახლეთ ბიბლიოთეკა "წიგნის პარასკევს"

24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე ნამდვილი „შავი პარასკევი“ გელით: 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ისეთ ბესტსელერ სერიებზე, როგორიცაა ლიბერთინსი, პორტალი, ლიბერქიდსი, მონტესორი, ქართული კლასიკა და შემეცნებითი ლიტერატურა.

შეძენილ წიგნებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებთ. „პალიტრა L-ის“ ეს შეთავაზება საუკეთესო შესაძლებლობაა, განაახლოთ საოჯახო თუ პირადი ბიბლიოთეკა და მას სასურველი წიგნები ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შემატოთ.

მაგალითისთვის, 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ შეიძინოთ შემდეგი წიგნები:

ჯორჯ რ.რ მარტინი - შვიდი სამეფოს რაინდი - ფასდაკლებით 12,4 ლარი

თუ გსურთ, ფენტეზის სამყაროში შეაბიჯოთ და მარტინის საოცარი სიუჟეტები და პერსონაჟები გაიცნოთ, ახლა ამის ყველაზე ხელსაყრელი დროა.

მოკლედ „შვიდი სამეფოს რაინდის“ სიუჟეტზე: „ვესტეროსს კვლავ დრაკონთა მოდგმის ტარგარიენთა საგვარეულო მართავს. რკინის ტახტისთვის ბრძოლაში დამარცხებულებმა ეშაფოტზე დაასრულეს სიცოცხლე. ახლა სამეფოში მშვიდობაა, მაგრამ გადარჩენილ მოჯანყეთა გულებში ისევ დუღს ბოღმა და ვინ იცის, როდის იფეთქებს სისხლით. ამ დროს სამეფოში თავის ათი წლის საჭურველმტვირთვე- ლთან ერთად დადის ერთი უთვისტომო ჭაბუკი, რომელიც სახელსა და პატივზე ოცნებობს..."

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები, ოთხტომეული, თითოეული ფასდაკლებით - 12,5 ლარი

მწერლის, ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ეს ოთხტომეული ავტორის დამახასიათებელი სტილით, საინტერესოდ მოგვითხრობს ჩვენი ისტორიის შესახებ.

ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი როგორც აღვნიშნეთ, 4 წიგნშია გაერთიანებული და ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.

მარნი ფოგი - თანამედროვე მოდა - ფასდაკლებით 25 ლარი

თანამედროვე მოდის სამყარო _ დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეეს თანამედდროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიუზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით _ ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.

მიკი დოტრი, ტობიას იაკონისი - ამ ხნის განმავლობაში - ფასდაკლებით 7,4 ლარი

მოზარდებისთვის განკუთვნილი ეს მსოფლიო ბესტსელერი „პალიტრა L-მა“ ლიბერთინსის სერიის ფარგლებში გამოსცა. წიგნი ორი ახალგაზრდას ამაღლვებელი ისტორიის შესახებ მოგვითხობს: კაილი და კიმბერლი იდეალური წყვილია ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მუდამ განუყრელნი იყვნენ. მაგრამ დადგა გამოსაშვები საღამო და კიმმა მოულოდნელად გამოუცხადა კაილის, რომ შორდება და სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. კაილის მთელი სამყარო ერთ წამში თავზე ჩამოენგრა ჯერ შეყვარებული დაკარგა, შემდეგ ავტოკატასტროფაში მოყვა და საშინელი ტრავმების შედეგად კომაშია. არავინ იცის, რა ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან უწევს გამკლავება მთელი ამ ხნის განმავლობაში... გარდა ერთი საოცარი გოგონასი, რომელიც ასეთსავე უბედურებას განიცდის. ოღონდ რეალობაა კი ეს ყველაფერი?..

წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ, აქ ნაამბობი ისტორიები კი აგაღელვებთ და ემოციებით აგავსებთ.

სარა დესენი - ზაფხული ზღვაზე - ფასდაკლებით 7,4 ლარი

ლიბერთინსის სერიის კიდევ ერთი ბესტსელერი მოზარდი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს. მისი ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება

„ზაფხული ზღვაზე“ ზამთრის საღამოსა თუ მშვიდ დასვენების დღეებს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

კოუელი კრესიდა - როგორ გავხდეთ მეკობრე - ფასდაკლებით 5,9 ლარი

მოემზადეთ საოცარი თავგადასავლებისთვის ამ შესანიშნავ წიგნთან ერთად, რომელიც ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი საკითხავია.

წიგნი ბოყინასა და მისი მეგობრების სახიფათო და დაუჯერებელ ამბავს გვიამბობს: როდესაც ბოყინა ზღვაში კუბოს აღმოაჩენს და გახსნის, იპოვის გამოცანას, რომელსაც საბოლოოდ შემზარავი ჯიქურწვერას ერთად - მისი წინაპრისა და მსოფლიოში უდიდესი მეკობრის - საგანძურისკენ მივყავართ. ბოყინა და მისი მეგობრები საგანძურის საძებნელად მიეშურებიან და მტკიცედ აქვთ განზრახული, ხმლის ტრიალის ხელოვნებას ბოლომდე დაეუფლონ. სხვაგვარად როგორ გადაურჩებიან საზარელი დრაკონების სასიკვდილო კუნძულს, მეკობრე-ვიკინგებსა და ყველა იმ განსაცდელს, რომელსაც მათ ეს მოგზაურობა უქადის?

დენი უოლესი - დღე, როცა ყველა ეკრანი გამოირთო - ფასდაკლებით 6,4 ლარი

ცნობილი რეჟისორის, მწერლის, მსახიობისა და წამყვანის - დენი უოლესის ეს წიგნი 10 წლის სტელასა და მისი გარშემომყოფების თავს გადახდენილ უჩვეულო ისტორიას მოგვითხრობს: სტელა ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველა ეკრანი გათიშული და ქალაქი ქაოსს აქვს მოცული. მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება.

საინტერესოა, რა ელის სტელას ბებიას, რომელიც ქვეყნის მეორე ბოლოში იმყოფება?

პირველი წიგნები - დიდია თუ პატარა? - ფასდაკლებით 5.9 ლარი

ეს შავი, თეთრი და წითელი ფიგურებით გაფორმებული წიგნი ხელს შეუწყობს ჩვილის მიერ ფერებისა და ფორმების აღქმას და მისი მხედველობის გამახვილებას. წიგნი შედგენილია მარია მონტესორის მსოფლიოში აღიარებული მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ბუნებრივი განვითარებისა და კონკრეტული უნარების ჩამოყალიბების პროცესის გააქტიურებას. ბავშვი დააკვირდება, ერთმანეთისგან გამოარჩევს მკვეთრ ფერად ფიგურებს და შეეცდება, თითებით შემოხაზოს ისინი. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია ბავშვში მხედველობითი აღქმის, მოტორიკისა და შეგრძნებების ჰარმონიული განვითარებისთვის.

ჩემი პირველი წიგნი ფერმის ცხოველებზე - ფასდაკლებით 5.9 ლარი

წიგნი განკუთვნილია 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და შედგენილია მარია მონტესორი მსოფლიოში აღიარებული მეთოდით, რომელიც ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესის გააქტიურებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ბავშვებს საინტერესოდ და მხიარულად აცნობს ფერმის ცხოველებს.

არ გამოტოვოთ „შავი პარასკევის“ აქცია „პალიტრა ელის ვებგვერდზე და შეავსეთ სასურველი წიგნების მარაგი მთელი წლისთვის. მეტი წიგნის შესარჩევად მიჰყევით ბმულს.

R