ავტორი:

როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია

როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია

ახალი წლის ჯადოსნური სამზადისი უკვე დაიწყო და გარშემო დიდი თუ პატარა მხიარულად აფუსფუსდა. ლამაზად მორთული სტენდები ქუჩებში უკვე იქცევს ყურადღებას, სახლებში კი ნაძვის ხეები ირთვება.

ტრადიციულად, საახალწლოდ ყველა, ბევრს თუ არა, ერთ ახალ საახალწლო დეკორაციას მაინც ყიდულობს. ეს თითქოს სიმბოლურია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. წარმოგიდგენთ ტოპ 5 ყველაზე გაყიდვად საახალწლო დეკორაციას „ბიბლუსისგან“, სადაც საახალწლო დეკორაციების მრავალფეროვანი და განსხვავებული ასორტიმენტის შეძენას შეძლებთ.

ნაძვის ხე ახალი წლის მთავარი სიმბოლოა. მისი მორთვის ტრადიცია საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ეს წესი სათავეს გერმანიაში იღებს. XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე გერმანიაში ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა. მისი ზომა კი ნელ-ნელა გაიზარდა. ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. „ბიბლუსში“ ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სხვადასხვა ზომისა და ფერის შეთავაზებებს შორის თქვენთვის სასურველის შერჩევას მარტივად შეძლებთ.

თოვლის ბაბუა სანტა კლაუსის ქართული, ტრადიციული ვერსიაა. თოვლის ბაბუის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული, საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით. როგორც წესი, თოვლის ბაბუას აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი, ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული. სანტა კლაუსისგან განსხვავებით თოვლის ბაბუას ტრადიცია გარკვეულწილად „ბიბლუსმა“ გააცოცხლა, რადგან მომხმარებლებს მის უამრავ ვარიანტს სთავაზობს. საინტერესოა, რომ თითოეულ თოვლის ბაბუას თავისი სახელი და ისტორია აქვს.

განათება ახალი წლის უცვლელი დეკორაციაა. სწორედ საახალწლო განათებები ქმნის ჯადოსნურ სადღესასწაულო გარემოს. თუ წლების წინ განათებებს მხოლოდ ნაძვის ხეზე ამაგრებდნენ, ახლა ტრენდულია ოთახების, კედლების, საახალწლო მაგიდების, აივნების, ფასადების მორთვა. მრავალფეროვანი შეთავაზებები კი თქვენთვის სასურველი დეკორაციების შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს საახალწლო განწყობას ზღაპრულად აქცევს.

ბურთები წელსაც ქართველების რჩეულ საახალწლო დეკორაციად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხის აქსესუარების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, ბურთები აქტუალობას არასდროს კარგავს. განსხვავებული და საინტერესო ვიზუალი სხვადასხვა ფერისა და ზომის ბურთების კომბინაციით შეგიძლიათ შექმნათ.

ნაძვის ხის ყვავილები საახალწლოდ მორთულ გარემოს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. როგორი სათამაშოებითაც უნდა მორთოთ თქვენი ნაძვის ხე, ყვავილები მას სრულყოფილებას შესძენს. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ საახალწლო სუფრის გასაფორმებლადაც, ასევე ლარნაკში ბუნებრივი ყვავილების ნაცვლად. მთავარია ლამაზი ყვავილები და ცოტაოდენი ფანტაზია და თქვენი საახალწლო გარემო უმშვენიერეს, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

R