ავტორი:

რუსი მსახიობი, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში რუსი ჯარისკაცების წინაშე წარმოდგენას მართავდა, დაიღუპა: დარბაზი, სადაც შოუ მიმდინარეობდა, უკრაინელებმა დაბომბეს

რუსი მსახიობი, რომელიც  უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში რუსი ჯარისკაცების წინაშე  წარმოდგენას მართავდა, დაიღუპა: დარბაზი, სადაც შოუ მიმდინარეობდა, უკრაინელებმა დაბომბეს

რუსი მსახიობი პოლინა მენშიხი, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში, რუსი სამხედროებისთვის წარმოდგენას ატარებდა, დაიღუპა.

საცეკვაო დარბაზი, სადაც ის გამოდიოდა, დაიბომბა. მენშიხი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი ინფორმაციით, საცეკვაო დარბაზი, სადაც წარმოდგენა მიმდინარეობდა, დაახლოებით 150 ადამიანს იტევდა .

აღნიშნულის თაობაზე, ოფიციაურმა უკრაინამ განაცხადა, რომ შენობის დაბობვისას 20-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

BBC-ისთან აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის არმიის სპიკერმა დაადასტურა.