ავტორი:

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე ერთობლივად პირველად გამოჩნდნენ. მოდელებს ფოტოზე აცვიათ ერთნაირი თეთრი 16Arlington-ის სვიტერები და ახურავთ Noel Stewart-ის ქუდები.

"ახლა ბუდე დატოვა და ნიუ-იორკის შუაგულში, საკუთარ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ისეთი ბავშვია, ლილას ასაკში მე რომ ვიყავი, ვგრძნობ, რომ უკვე ბევრი სიცოცხლე მქონდა, საზღვარგარეთ წავედი. ერთი შეყვარებული მყავდა, მერე მეორე, თუმცა, ბევრი თვალსაზრისით, ლილა ბევრად უფრო მოწიფულია, ვიდრე მე ვიყავი 20 წლის ასაკში“, - ამბობს ქეითი გამოცემასთან ინტერვიუში.

ლილა ქეით მოსისა და ჟურნალ Dazed & Confused-ის რედაქტორის, ჯეფერსონ ჰეკის ქალიშვილია. ქეითი და ჯეფერსონი შვილის დაბადებიდან მალევე დაშორდნენ, მაგრამ ლილას მამასთან ურთიერთობა სულ ჰქონდა. მამამ გოგონას პირველი ფოტოსესია თავის ჟურნალისთვის მოუწყო და ლილა პრიალა ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. 2016 წელს კი იგი დედასთან ერთად Vogue-ის იტალიური ვერსიისთვის გადაიღეს. ამის შემდეგ გოგონამ გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო The Kate Moss Agency-თან, რომელიც ქეით მოსმა შექმნა.

იტალიური Vogue-ის გარეკანზე, 2016 წელი

"როდესაც ვუყურებ, როგორ აყალიბებს სამოდელო კარიერას, მაბრუნებს 90-იან წლებში, როცა ვიწყებდი, მაგრამ ვიცი, რომ მისთვის ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მას ესმის, რომ შეუძლია, უარი თქვას, რაც მე არასდროს გამიკეთებია... სწორი ხალხია მის ირგვლივ - მე ამაში დავრწმუნდი. და ვაღიაროთ: ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“, - ამბობს სუპერმოდელი შვილზე.

ლილას თქმით კი, მას ყოველთვის უნდოდა, რომ დედის გზას გაჰყოლოდა...

ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილას I ტიპის დიაბეტი აქვს, ანუ ინსულინი დაბადებიდან არ გამოუმუშავდება და ინექციით მიღება უწევს. მოდელს დამონტაჟებული აქვს ტუმბო და ეს ყველამ იცის, ვინც მასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მაგრამ ლილა საკუთარ ავადმყოფობაზე ყურადღებას არ ამახვილებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი მან ამაზე ხმამაღლა ისაუბრა, ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა და უამრავ ადამიანს მოტივაცია მისცა.

ლილამ გაბედული საქციელის გამო თაყვანისმცემელთა კიდევ უფრო დიდი სიყვარული და დაფასება დაიმსახურა.

წაიკითხეთ სტატია: