ავტორი:

"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

"რაღაცები შეიცვალა... 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს... ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება" - რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, ალეკო ბეგალიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მისი გმირი "დუდუ" საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა ბოლო სეზონების არც ერთ სერიალში ეს პერსონაჟი აღარ ჩანს. როგორ ცხოვრობს "დუდუ" რეალორ ცხოვრებაში და დაბრუნდება თუ არა ის სერიალში, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მუსკომედიის თეატრში არაერთი როლი გაქვთ შესრულებული, მაგრამ სერიალის გადასაღებ მოედანზე გამოჩენამ, ვფიქრობ, რაღაც შეცვალა თქვენს ცხოვრებაში.

- რაღაც კი არა, ბევრი რამ შეცვალა. რაც მანდ გამოვჩნდი, მას შემდეგ ყურადღების ცენტში ვარ. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში ეს დიდად არ მიყვარს, სცენაზე - კი. ამ სიბერეში გაპოპულარებამ, ცოტა არ იყოს, მყუდროება დამირღვია, თუმცა, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ყურადღება არ მსიამოვნებს. ვიგრძენი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ამ გრძნობასთან ერთად პასუხისმგებლებაც გაიზარდა. ადრე ისე დავბოდიალებდი ქუჩაში, ხან დავლევდი, რამე, რუმე და ზედ არ მიყურებდა არავინ, ახლა კი ერთხელ ნასვამმა გამოვიარე და ვიღაც ბავშვებმა დამცინეს, ე, ნახე, დუდუ რა დღეშიაო. მას შემდეგ ვცდილობ ფხიზელმა მაინც ვიარო, ხოლო თუ დალევამ მომიწია, ტაქსით დავდივარ. რაღაცები შეიცვალა იმ მხრივაც, რომ ჩვენი მუსიკალური ჯგუფი "ამნეზია" ბარებში უკრავდა, მაგრამ დიდად არ იწუხებდნენ თავს ყურადღებით, ახლა კი დუდუ უკრავს, არიქა, დუდუ უკრავსო, უფრო ხშირად გვიძახიან.

- დუდუ სულ დაიკარგა სერიალიდან თუ დროებით?

- აზრზე არა ვარ. მე არ მაქვს მათთან კონტაქტი, ყოველთვის თვითონ რეკავდნენ ხოლმე, გცალია, დაგიწეროთ სცენარიო?..ახლა მელოტი პოლიციელი რომაა, მაგაზე მიდის მთელი ამბები მაგ სერიალში? ვიღაცებმა მითხრეს თურმე, კომენტარებში განხილვაა, ზვერაძეს დუდუ უნდა შეხვდესო.

- კომენტარებშიც დუდუს იმედი აქვთ?..

- ჰო ეგრე მითხრეს. მე აზრზე არა ვარ, რა ხდება, 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს. რომ გითხრათ, ჩცდ-ს ვუყურებ-მეთქი, მოგატყუებთ. როცა გადის, მაგ დროს თეატრში ვარ. ჩემი სერიებისთვის კი შემივლია თვალი, იმიტომ, რომ რაღაც ნაკლს რომ ვიპოვი, გამოვასწორო.

- კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?

- ზედმეტად და ეს ხელს მიშლის ბევრ რამეში. სულ არ მომწონს ჩემი თავი, ჩემი ხმა მაღიზიანებს. ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არა.

- ამ როლზე მუშაობისას შთაგონების წყარო ვინ იყო?

- არავის ვბაძავ, ჩემი თავიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველაფერს. რა გამოდის, უკვე აღარ ვიცი.

- ცხოვრებაში ჰგავხართ დუდუს?

- რით ვგავარ, ის მომგვარებელია, ვიღაცებს საქმეს უგვარებს, მე კიდევ ვაგვარებ კი არა, ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება.

- სად იპოვეთ ნისიიანი მაღაზია, სულ ყველგან მარკეტები გახსნეს.

- სად ვიპოვე და, უბანში. ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება ხომ გინდა. იმ ხელფასს რომ ავიღებ, ბანკს მიაქვს 800 ლარი, პლუს შუქი, ინტერნეტი და მორჩა, სადღაა შენი ხელფასი. მაღაზია არის აგერ უბანში, მივდივარ, გვაძლევენ და ხელფასზე ვიხდი. ასეთი ამბებია.

- თქვენი უბანი დიდუბეა? მამათქვენთან, ბატონ ბადრი ბეგალიშვილთან ვყოფილვარ ინტერვიუზე.

- მე და ჩემი უფროსი ძმა პირველი ქორწინებიდან ვართ. მეორე ძმაც მყავს მეორე ქორწინებიდან. ისინი ცხოვრობდნენ დიდუბეში, ჩვენ, ვინც პირველი ქორწინებიდან ვართ, ვორონცოვზე ვცხოვრობთ. "ღვინის გალერეა" რომ არის, მაგის გადმოღმა, იტალიურ ეზოში. მამაჩემიც ამ ეზოში გაიზარდა, ჩვენც აქ ვართ ძირ და ჭერგამოხრულ სახლში, რომელიც ნელ-ნელა ინგრევა, სარდაფი სავსეა წყლით და კოღოებივით. მოდიან ინვესტორები, რომ დაანგრიონ და რაღაც ახალი დადგან, მაგრამ მოლაპარაკებამდე ვერ მივედით...

- თქვენს ეზოსაც სჭირდება ერთი დუდუ?

- აქ ისეთი ამბავია, ერთი დუდუ ვერ ეყოფა.

- მამასთან დამოკიდებულებაზე მიამბეთ? რით ჰგავხართ ბატონ ბადრის?

- სიმღერის მხრივ ძმებში ყველაზე მეტად მე დავემსგავსე. მასავით ძლიერი ხმა არა, მაგრამ სმენა კი მაქვს. უფრო დაკვრა მომწონს, როკი, ბლუზი... თეატრში რასაც ვმღერი, უფრო ესტრადისკენაა.

- მამა ფიცხი იყო?

- მაგარი, სულ ჯაჯღანებდა, ყვიროდა და ჩხაოდა. მეც ეგეთი ვარ, მაგაში ვგავარ ძალიან. რაღაცაზე თუ გავბრაზდი, უცებ ვფეთქდები. ეგრე იყო ისიც, ცხონებული. მე 5 წუთში საერთოდ მავიწყდება, არაფერი მრჩება გულში. ამის გამო ბევრ რამეში დავზარალებულვარ.

- რას გარიგებდათ მამა?

- მაგის დარიგება გინება იყო. ისე ლაზათიანად შეგაგინებდა, გესიამოვნებოდა. გინებაცაა და გინებაც, ზოგი ისე იგინება, გულს აგირევს.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

- მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. ბავშვობაში ვამბობდი, რეჟისორობა მინდა-მეთქი, მაგრამ ეს უფრო ბავშვური ახირება იყო. მერე, ინსტიტუტის პერიოდი რომ დამიდგა, მაგ დროს გიტარა მეჭირა ხელში, თავი ლენონი მეგონა. "ბიჭები" ერქვა ჩვენს ჯგუფს, "ბითლზის" ინსპირაციით რაღაც სიმღერებს ვწერდით. არც ვგეგმავდი არსად ჩაბარებას. მერე მამაჩემმა მითხრა, მუსკომედიის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი ფაკულტეტი, საესტრადო, და 2 ადგილია სულ, მიდი, ჩააბარე, მაინც ტყუილად დაყიალებ ქუჩა-ქუჩა და შენი ჯგუფით, დიპლომი რომ გექნება, უფლებას მოგცემენ, რაც გინდა ის აკეთოო. ჩავაბარე...

- მუსკომედიის თეატრში მამის გავლენით მიხვედით?

- არა. თეატრალურიდან მთელი ჯგუფი მინიატიურების თეატრში გაგვანაწილეს. ეს 90-იანი წლებია. თენგიზ ჩანტლაძე უკვე აღარ იყო ცოცხალი. ჩვენ იქ ყოფნისას დირექტორად მირიან ჭილაძე დანიშნეს, ძალიან კარგი კაცი. ადრე, აკაკი ვასაძის დროს, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად იყო ნამუშევარი. თავიდან ბოლომდე თეატრისთვის დაბადებული ადამიანი იყო. დავდგით ერთი სპექტაკლი, ჯაბა იოსელიანი მობრძანდა პრემიერაზე ფრაკით. მაშინ პირველი კაცი იყო...წაიკითხეთ სრულად