ქართული წარმოება წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება. უამრავი ადამიანი ცდილობს, შეიძინოს ქართული პროდუქტი და ამით საქართველოს ეკონომიკა გააძლიეროს. უკანასკნელ პერიოდში ქართულ ნაწარმს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სპრედი „ოდა“ სარგებლობს, რომელიც მოკლე პერიოდში დიასახლისებისა და მზარეულების რჩეული პროდუქტი გახდა. მისი სწრაფი პოპულარობა კი მაღალმა ხარისხმა განაპირობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „ოდას“ შესახებ გაგაცნოთ საინტერესო ფაქტები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.
ფაქტი #1
„ოდა“ იწარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ენერგოეფექტურ, შვეიცარიული დანადგარებით აღჭურვილ საწარმო „გრინვილში“. საწარმო პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა და მას შემდეგ სტანდარტულად მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს.

„გრინვილში“ დანერგილია საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO და ფლობს საკვები პროდუქტების ხარისხისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემების სერტიფიკატებს. ეს თავის მხრივ მოიცავს HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) სერტიფიკატსაც, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სისტემას;
ფაქტი #2
„ოდა“ ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. აქვე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, პროდუქტში 2%-მდე ტრანსცხიმების შემადგენლობა დასაშვებად მიიჩნევა. რაც შეეხება პალმის ცხიმს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაშია სახიფათო ჯანმრთელობისთვის, თუ ჰიდროგენიზებულია. აღნიშნული ორი კრიტერიუმით „ოდა“ უმაღლესი სტანდარტის პროდუქტია, რადგან არც ტრანსცხიმებს შეიცავს და არც ჰიდროგენიზებულ ცხიმებს.
ფაქტი #3
„ოდას“ საწარმოში მიმდინარეობს ხარისხის მუდმივი კონტროლი, ლაბორატორიული კვლევები ყოველკვირეულად ტარდება. კონტროლდება და აღირიცხება ნებისმიერი ნედლეულის მიღება-დასაწყობება.
ფაქტი #4
ქართულ ბაზარზე სპრედი აქტიურად მოხმარებადი პროდუქტია. ბაზარიც მრავალფეროვანი პროდუქტებითაა გაჯერებული. თუმცა „ოდამ“ გამოჩენიდან მოკლე პერიოდში იმპორტირებული პროდუქტის დიდწილად ჩანაცვლება მოახერხა.

ფაქტი #5
„ოდა“ იდეალურია კულინარიაში. დიასახლისები ხშირად იყენებენ როგორც ცომის მოსამზადებლად, ისე შეწვის დროს. სხვადასხვა ტიპის, უხარისხო, ჰიდროგენიზებული ცხიმის გამოყენებისას ცომი არ არის ფაფუკი და დამყოლი, ცხობის დროს კი სათანადოდ არ ამოდის. სწორედ ამიტომ იყენებენ დიასახლისები „ოდას“ და სხვასაც ამას ურჩევენ. მათთვის, ვინც ხშირად აცხობს, სტანდარტული 200 გრ.-იანი შეფუთვების პარალელურად, ხელმისაწვდომია 1 კგ. და 5 კგ-იანი, ეკონომიური შეფუთვები. ის ასევე საუკეთესოა შეწვის დროს. ზოგადად, პირველი და მთავარი წესი რომელიც შეწვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ცხიმი, რომელშიც წვავთ. სასურველია, გამოიყენოთ მცენარეული ცხიმი, როგორიცაა სპრედი. ის უზრუნველყოფს, რომ შემწვარი კერძი არ გამოშრეს და ჰქონდეს სასიამოვნო ოქროსფერი შეფერილობა. ამ შემთხვევაშიც „ოდა“ დიასახლისების რჩეული პროდუქტია.
R