საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული 3 ყვითელი ბარათის გამო, ხვიჩა ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება.
"მინდა, ფანებს ამ შეცდომის გამო ბოდიში მოვუხადო. თავს საშინლად ვგრძნობ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა ბარათი გაუქმდებოდა და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი.
სამწუხაროდ, რეგლამენტისთვის არ გადამიხედია", - ამბობს სანიოლი. sportall.ge