ავტორი:

ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს - რას იუწყებიან უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნები?

ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს - რას იუწყებიან უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნები?

ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი საფრთხე მომდინარეობს ინდივიდუალურად მოქმედი თავდამსხმელებისგან, რომელთა კვალის აღმოჩენა ძალიან რთულია.

10-ზე მეტმა დაზვერვისა და პოლიციის მაღალჩინოსანმა ევროპის 5 ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს, რომ ისინი რადიკალ ისლამისტ მებრძოლებზე დაკვირვებასა და თვალთვალს ზრდიან.

Reuters-თან საუბრისას ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.