ავტორი:

49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?

49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?

ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 13 გათავისუფლებული მძევლის სია, რომლებიც წითელი ჯვრის მეშვეობით დღეს დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ შორი 4 ბავშვი და 72-დან 85 წლამდე ასაკის 6 ქალია.

ჰანა კაცირი

გათავისუფლებულთა შორის არის 77 წლის ჰანა კაცირი, რომელიც სამი დღის წინ "ჰამასის" მებრძოლებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს. განცხადებაში, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ისინი მზად იყვნენ ჰუმანიტარული ნიშნით გაეთავისუფლებინათ კაცირი, მაგრამ ისრაელის მხრიდან გარკვეული შეფერხების გამო, ეს არ მოხდა და კაცირი გარდაიცვალა.

გათავისუფლებული დედა-შვილი დანილ ალონი და ამელია

მარგალიტ მოზესი

გათავისუფლებულებს შორის არის ადინა მოშე, რომლის მეუღლე დავიდი 7 ოქტომბერს მოკლეს "ჰამასის" ტერორისტებმა, ქალი კი გაიტაცეს.

ადინა მოშე მეუღლესთან ერთად
78 წლის რუთ მონდერი, შვილთან, კარენთან და შვილიშვილთან 9 წლის ოჰადთან ერთად იყო ტყვეობაში

34 წლის დორონ კატს-აშერი, 5 წლის ავივთან და 2 წლის რაზისთან ერთად გათავისუფლდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლება მიესალმება გათავისუფლებული მოქალაქეების დაბრუნებას. პრემიერის ოფისმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 გათავისუფლებული მძევალი ისრაელის ტერიტორიაზეა.

"ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ოჯახებს ეცნობათ მათი დაბრუნების შესახებ“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის ოფისში ასევე დაადასტურეს, რომ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გათავისუფლდა.