ავტორი:

"მე ვარ ბებერი!" - როგორ პასუხობს 51 წლის სოფია ვერგარა ფანების პრეტენზიებს, რომ მას პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული

"მე ვარ ბებერი!" - როგორ პასუხობს 51 წლის სოფია ვერგარა ფანების პრეტენზიებს, რომ მას პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული

ცნობილმა კოლუმბიელმა მსახიობმა სოფია ვერგარამ აღიარა, რომ ცდილობს არ წაიკითხოს ის, რასაც მასზე სოციალურ ქსელებში წერენ. მაგრამ ხანდახან მაინც ხვდება კომენტარები, სადაც მასზე ამბობენ, რომ თითქოს პლასტიკურ ოპერაციები გაიკეთა.

51 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ სინამდვილეში მას პლასტიკური ქირურგებისთვის არასოდეს მიუმართავს.

ამის შესახებ მან Glamour-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ზოგჯერ ისეთ მესიჯებს ვკითხულობ, რომ მირჩევნია არ წავიკითხო, რატომ? ამას ხომ ჩვეულებრივ ცუდ ხასიათზე ან დეპრესიაში მყოფი ადამიანები წერენ. ჩემზე ამბობენ, "მან იმდენი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ ახლა თავის თავსაც კი აღარ ჰგავს."

"ყოველ ჯერზე მინდა ვთქვა: "არა, ამას დაბერება ჰქვია! ამას ჰქვია, რომ ბებერი ვარ და ამიტომ მე სხვანაირად გამოვიყურები!" - დასძინა მან.

ვერგარას თქმით, მას აქვს "მილიონი სილამაზის წესი“, რომელსაც იცავს.

"პირს ყოველთვის ვიბან ძილის წინ. ვცდილობ, ნებისმიერ შემთხვევაში მოვერიდო მზეს. ტანზე სასიამოვნოა ცოტა რუჯი, მაგრამ სახე არასოდეს... ეს ცოტა სასაცილოა, რადგან ამის გამო, ჩემი სხეული სახეზე მუდამ მუქია. ჩემი სახე ჩემს სხეულს საერთოდ არ ემთხვევა" - ამბობს მსახიობი.

მან თქვა, დაბერების საწინააღმდეგოდ რომელ პროცედურებს მიმართავს.

"პატარა რაღაცებს ​​ვიკეთებ. როცა საშუალება მაქვს, მაგალითად მიკრობლეიდინგს (კოსმეტიკური პროცედურა, რომლის დროსაც კანზე ნემსის ჩხვლეტით ხდება გამაახალგაზრდავებელი პრეპარატების შეყვანა და მისი რეგენერაცია სტიმულირდება - რედ.). “

"დრო არ მაქვს. ვისურვებდი, რომ სამსახურიდან თავისუფალი დრო მქონოდა, კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებდი. მაგრამ ვიკეთებ მიკრონედლინგს, კაპილარულ ლაზერს, რადგან მაქვს როზაცეა. თვალებსა და კისერზე ბოტოქსს ვიკეთებ რეგულარულად. ეს ისეთი წვრილმანებია, რის გამოც ერთი თვე არ მომიწევს სახლში ჯდომა, რადგან, სამწუხაროდ, არ შემიძლია“, - აღიარა მან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სოფია ვერგარა ქმარს, მსახიობ ჯო მანგანიელოს შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ახლახანს კი ვარსკვლავი პაემანზე შენიშნეს.