ავტორი:

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - ამის შესახებ ფრაქცია Слуга народа-ს ლიდერმა დავით არახამიამ გადაცემა Moseychuk+-ის ეთერში განაცხადა.

"მომავალ წელს საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არჩევნები იქნება. არ იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები", - ამბობს არახამია.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს, მაგრამ დროდადრო ამ საკითხს ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირები აყენებენ.

"როგორ მისცემენ ხმას სამხედროები ან როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა 6 მილიონმა უკრაინელმა? როგორ უნდა დარწმუნდნენ, რომ არ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში მთელი დღის განმავლობაში და ა.შ. მათ პასუხი არ აქვთ და ასეთ კითხვებზე არავინ პასუხობს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს არის დაგეგმილი. მისი ჩატარება მარტის ბოლოს იგეგმება, მაგრამ სამხედრო მდგომარეობა ამას შეუძლებელს ხდის. ამავდროულად, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა კვლავ მოუწოდა კიევს არჩევნების ჩატარებისკენ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არჩევნების დადებით და უარყოფით მხარეებს წონის. თუმცა, მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნების საკითხი ახლა აქტუალური არ არის.