ავტორი:

"რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს" - კიევის სამხედრო ადმინისტრაცია

"რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს" - კიევის სამხედრო ადმინისტრაცია

რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ეს იყო რუსეთის ყველაზე დიდი თავდასხმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ“, - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის 77 საცხოვრებელ კორპუსსა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის 120 შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.