მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იკრძალება - ორგანიზაციებს დარღვევა 3 ათას ლარამდე დაუჯდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულს გულისხმობს ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც ახლებურად აყალიბებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს.
კერძოდ, ახალი კანონი პირდაპირ მარკეტინგს განმარტავს, როგორც ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის თანახმად, პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
„საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
ამასთან, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა....წაიკითხეთ სრულად