ავტორი:

ომის დაწყებიდან დღემე რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გასულ 24 საათში განხორციელა - უკრაინის ხელისუფლება

ომის დაწყებიდან დღემე რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გასულ 24 საათში განხორციელა - უკრაინის ხელისუფლება

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო.

უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.

თავდასხმების შედეგად ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა, 5 ადამიანი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქში განგაშის სიგნალების ხმა 5 საათის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 75 დრონიდან 71-ის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 323 700-ს გადააჭარბა.

ოკუპანტების ყველაზე ძლიერი შეტევა კიევზე - რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს 75 უპილოტო თვითმფრინავით შეუტია