ავტორი:

"ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი

"ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი

"ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა - 8 ადამიანი - ბავშვია.

ცნობისთვის, პარასკევს, "ჰამასის“ მიერ გათავისუფლებულ მძევალთა პირველ ჯგუფში მხოლოდ 4 ბავშვი იყო.

მძევლები წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების მანქანებით ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, ეგვიპტიდან კი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გავლით - ისრაელში, სადაც ისინი უკვე საავადმყოფოებში გადაანაწილეს სამედიცინო დახმარებისა და მონიტორინგისთვის.

ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.