ავტორი:

მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ - გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)

მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ -  გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)

მონიკა სპირი, ეს ვენესუელელი მსახიობისა და მოდელის სახელი და გვარია, რომელიც კრიმინალებმა 9 წლის წინ მოკლეს. მონიკა 2005 წლის "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მეოთხე ადგილას გავიდა, მისი სიკვდილის ამბავი კი უდიდეს ტრაგედიად იქცა.

როდესაც მოკლეს, 29 წლის იყო.

მოდელი ყოფილ ქმართან და 5 წლის ქალიშვილთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როცა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ტრაგედიას მხოლოდ მონიკას ქალიშვილი გადაურჩა.

მომხდარს ვენესუელაში ძალადობის, კრიმინალის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ვენესუელაში კრიმინალის მაჩვენებელი მაღალია, აქ ხშირი მკვლელობა, გატაცება, ძარცვა.

ოპოზიციის ლიდერმა და დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ენრიკე კაპრილესმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ სპირის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, სილამაზის კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, ჯენესის კარმონა მოკლეს - მას ტყვია თავის არეში მოხვდა.

  • პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ვენესუელაში დანაშაულის ესკალაციაში ტელესერიალებს ადანაშაულებდა

თეატრალური ფაკულტეტის ბაკალავრი მონიკა 2008 წელს ბრიტანელ ბიზნესმენზე, ტომას ჰენრი ბერიზე დაქორწინდა. მათ ამავე წელს გოგონა, სახელად მაია შეეძინათ. წყვილი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა ერთმანეთს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, შერიგებას აპირებდნენ.

სპირი თავისუფლად ფლობდა ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გარდა მოდელობისა, ვენესუელაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი იყო და არაერთ ტელენოველაში შეასრულა მთავარი როლი.

ქართველი მაყურებელი მას ყველაზე კარგად ტელენოველა "ველური ყვავილიდან" იცნობდა.

2014 წლის 6 იანვარს სპირი მშობლიურ ვენესუელაში ყოფილ ქმარსა და მათი 5 წლის ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა, როცა მანქანა გაუფუჭდათ და დახმარება გამოიძახეს.

სანამ მაშველებს ელოდნენ, მძარცველები დაესხნენ თავს. მონიკა ოჯახთან ერთად მანქანაში შეიკეტა, თუმცა შეიარაღებულმა მძარცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, მონიკა და ტომასი მოკლეს, 5 წლის მაია კი ფეხში დაჭრეს.

პოლიციის ვერსიით, თავდამსხმელები მათ გაძარცვას ცდილობდნენ და წყვილმა წინააღმდეგობა გაუწია. მოგვიანებით, პოლიციამ მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის 7 ადამიანი დააკავა, რომლებსაც 10-დან 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ტრაგიკულად დაობლებული მაია ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, თუმცა მონიკას უმცროსმა ძმამ, რიკარდო სპირმა და მისმა მეუღლემ, დანიელამ, ის 1 წლის წინ კანონიერად იშვილეს.

მონიკას ოჯახი პრესასთან ამბობდა, რომ ისინი სპირს ხშირად სთხოვდნენ, მოხშირებული კრიმინალის გამო, ვენესუელა დაეტოვებინა და აშშ-ში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ სამშობლოში ყოფნისას, მოდელი 6-ჯერ გაძარცვეს. "მას ძალიან უყვარდა ვენესუელა, ის მისი სახლი იყო",- განაცხადა რიკარდომ, მონიკას ძმამ.

მშობლების სურვილი მონიკას უმცროსმა ძმამ და მისმა მეუღლემ შეასრულეს. მათ ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ საბოლოოდ, მექსიკაში გადაწყვიტეს გადასვლა, რადგან სურთ, მაია უფრო თბილ გარემოში აღზარდონ.

"ვფიქრობთ, რომ მექსიკა უფრო ადამიანური ადგილია, აქ სხვანაირი სითბო და ატმოსფეროა",- თქვა რიკარდომ,

მონიკას ქალიშვილი, მაია ბერი-სპირი ახლა 15 წლისაა

წყარო: alchetron

მოამზადა: ანა სიბოშვილმა