ავტორი:

რეპერი კახა აბუაშვილი დააკავეს - არსებული ინფორმაციით, ის ქუჩაში, მეგობარ ქალზე ძალადობდა: "მთავარი არხი"

რეპერი კახა აბუაშვილი დააკავეს - არსებული ინფორმაციით, ის ქუჩაში, მეგობარ ქალზე ძალადობდა: "მთავარი არხი"

დააკავეს რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ". ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათივე ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეპერს ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როცა ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.

არსებული ინფორმაციით, კახა აბუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.

"მთავარი არხის" ცნობით, "კაბუ" მეგობარ ქალზე ქუჩაში ძალადობდა ქალზე,

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

საგამოძიებო უწყება რეპერს დანაშაულს ორი მუხლით ედავება. ერთი - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს, მეორე კი 151-ე მუხლი, რაც გულისხმობს მუქარას.

იხილეთ ასევე: