ავტორი:

"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები

"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები

ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს "იუმორის ოსტატად" წოდებული მსახიობი - გიზო კაკაურიძე, რომლის ყოველი გამოსვლა სცენაზე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა, ხოლო მისი სხარტულები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ბატონი გიზო 40 წელიწადზე მეტ ხანს იდგა ქართულ სცენაზე. ის ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრის ხელმძღვანელი იყო. მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება...

ალბათ, ჩვენმა მკითხველმა არ იცის, რომ გიზო კაკაურიძემ სერიოზული ავადმყოფობა გამოიარა! ხალხისთვის საყვარელი მსახიობი ისევ მშობლიურ ქუთაისში ცხოვრობს თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან - ციცო მოწონელიძესთან ერთად, რომელიც ამ სტატიის მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა.

გთავაზობთ რამდენიმე მარგალიტს გიზო კაკაურიძის შემოქმედებიდან:

ღიმილის და სიყვარულის ქალაქი

გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვეუბნებოდა ჩვენი დიდი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი, აკაკი ვასაძე: - ახალგაზრდობა კარგია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ისე გაგეპარება, ვერც კი გაიგებო. ეს სიტყვები ხშირად მახსენდება... ბედნიერი ვარ იმით, რომ სასიამოვნო მოგონებების ოკეანე დამიგროვდა და ვცდილობ, ეს მოგონებები სხვებსაც გავუზიარო.

მოგეხსენებათ, ქუთაისი იუმორის ქალაქია და მეამაყება, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ ამ ღიმილით და სიყვარულით სავსე ხალხში გავატარე... წლების წინ, ჩემი მანქანით მოვდიოდი და ინსპექტორმა გამაჩერა - მაშინ პატრულს ასე ვეძახდით. მეუბნება, თქვენი საბუთები მაჩვენეთო. ცხადია, საბუთები მაშინვე გავუწოდე, სადაც ჩემი ნათლობის სახელი - ალექსანდრე კაკაურიძე მიწერია.

- გიზო კაკაურიძე შენი რა არისო? - მკითხა აშკარად მომბალმა კანონის დამცველმა.

- ჩემი ძმაა-მეთქი, - გავიხუმრე.

- შენ ისეთი ძმა გყოლია, როგორ გაწყენინებ, ეგ სახელი რომ არ გეხსენებინა, ჯარიმის გარეშე არ გაგიშვებდიო.

ამ ქალაქში ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა ხუმრობა, ანეკდოტი ან ნამდვილი ამბავი, რომელიც ჩემს შემოქმედებაში ძალიან მეხმარებოდა. ერთ-ერთ პანაშვიდზე მივედი, ყველას მივუსამძიმრე და ცოტა ხანს გავჩერდი. ცოლი ცრემლებს აღვარღვარებს და თან ქმარს დასტირის:

- კუკურია, ბიჭო, ამ საშინელ სიცხეში რაფერ შეაწუხე შენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნათესავები და მეგობრები, ყოველდღე მოდიან, ამ პაპანაქებაში კი გოუჩნდა ხალხს თავზე "პაჟარი", შენ რა გენაღვლება, წევხარ შენთვის წყნარად, სიგრილეშიიიი...

ინციდენტი ავტობუსში

როგორც გითხარით, ჩემთვის ასე ახლობელ და საყვარელ ქალაქში ნაბიჯს ვერ გადადგამდი, რომ კურიოზული, სახალისო სიტუაცია არ შეგხვედროდა. ერთხელ ავტობუსში მოხუცი კაცი ამოვიდა, ხელში მოზრდილი ჯოხი ეჭირა. ახალგაზრდა კაცს დაადგა თავზე, რომელიც არხეინად იჯდა და ასაკოვან ადამიანს ვითომ ვერ ხედავდა. მისი ყურადღება რომ მიეპყრო, კაცმა ჯოხის კაკუნი დაიწყო. ახალგაზრდას ვითომ არაფერი ესმოდა. მოხუციც არ შეეპუა და კაკუნს მოუმატა.

- რას წაიღე ყურები, მაგ ჯოხს რეზინი გაუკეთე და აღარ იხმაურებსო, - "დაარიგა" მოხუცი ახალგაზრდამ.

- ეეჰ, ბაბუ, რეზინი მამაშენს უნდა გაეკეთებინა, სანამ დედაშენთან დაწვებოდა და შენ გაგაჩენდაო, - ამოიოხრა მან.

კოლორიტები

ქუთაისს მარტო ჭიჭიკია და ბიჭიკია არ ჰყოლია, ძალიან, ძალიან ბევრი კოლორიტი ჰყავდა:

ერთხელ, ჟორჟიკია სიდედრთან მივიდა სტუმრად. გამოვარდა სიდედრის ავი ძაღლი, საწყალ ჟორჟიკიას მივარდა და ფეხზე უკბინა.

- უიმე, მომიკვდეს თავი! შვილო, შარვალი ხომ არ დაგიხია ამ შეჩვენებულმაო?! - შეიცხადა სიდედრმა.

- არა, ქალბატონო, შარვლის ტოტები ამიკაპიწა და ისე მიკბინაო, - უპასუხა გვარიანად შეშინებულმა სიძემ.

სოსო ხარაბაძეს მთელი ქუთაისი იცნობდა, ყველას უყვარდა და ისიც, როგორც შეეძლო, ყველას პატივს სცემდა. ერთხელ, ნაცნობმა ფული სთხოვა. სოსოც დათანხმდა: - გასესხებ, ოღონდ, კინო "ქუთაისთან" შევხვდეთ და იქ მოგიტანო. ძალიან დიდხანს ელოდა სოსო თავის მომავალ მევალეს, გავიდა ერთი, ორი, სამი საათი და ისიც, როგორც იქნა, გამოჩნდა. სოსო ადგილზე დახვდა, მაგრამ დაგვიანებულს მიახალა: - თვალით აღარ დამენახო, შენ ფულის წასაღებად ვერ მოდიხარ და უკან როგორ დამიბრუნებო...

ყველამ იცოდა, რომ სოსო ხარაბაძე ხორცკომბინატში მუშაობდა. ერთხელ მასთან რევიზია შევიდა და მთელი საწარმო შეამოწმა. ბოლოს სოსისებსაც მიადგნენ - მდუღარე წყალში ჩაყარეს და სოსოს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს:

- კარგი სოსისი მდუღარე წყალში უნდა გასკდეს და ეს რატომ არ სკდებაო?

- რატომ უნდა გასკდეს? - აგი "ლამპოჩკა" კი არააო.

შაკია გერაძეც ქუთაისის კოლორიტი იყო. ერთი გოგო უყვარდა, მაგრამ სასიდედრო უარზე იყო: - არა, გენაცვალე, ჩემი შვილი ჯერ ვერ გათხოვდება, უმაღლესში უნდა ჩააბაროს და ბევრი წიგნი წაიკითხოსო. განაგრძეთ კითხვა