ავტორი:

უკრაინელების სარაკეტო იერიში: გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთს სულ მცირე 20 უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის მოგერიება მოუწია

უკრაინელების სარაკეტო იერიში: გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთს სულ მცირე 20 უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის მოგერიება მოუწია

რუსეთს სულ მცირე 20 უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმი მოგერიება მოუწია გასული დღის განმავლობაში. ურაინული რაკეტები მათ შორის მოსკოვის ცაზეც გამოჩნდნენ. ამის შესახხებ ინფორმაციას ოფიციალური მოსკოვი ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ღამით მოსკოვის, ტულას, კალუგასა და ბრაიანსკის ოლქების ტერიტორიებზე 11 უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა, დღეს კი კიდევ ცხრა გაანადგურეს იმავე რეგიონში.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განაცხადებით, არავინ დაშავებულა.

რუსეთის ტულას რეგიონში, ტულას გუბერნატორის, ალექსეი დიუმინის თქმით, ერთ-ერთი თვითმფრინავი დაეჯახა საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც ფანჯრები დაზიანდა და ერთმა ადამიანმა მიიღო მცირე ჭრილობა.

მომხდარის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრსისტემა დაზიანდა.

”სიტუაცია რთულია. უშაობა გრძელდება, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სითბო და სინათლე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს”, - თქვა პუშლინმა Telegram-ის საკუთარი არხზე.

წყარო: CNN