ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება.

ამის შესახებ მან "ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

"არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ "მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ გამოაქვეყნა. ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მანიფესტს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მანიფესტის მიუხედავად, ვინც გააგრძელებდა იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის პარტიის გარეთ დარჩებოდა.