ავტორი:

ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს - რა ხდებოდა გახსნის ცერემონიაზე (ფოტოები/ვიდეო)

ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს - რა ხდებოდა გახსნის ცერემონიაზე (ფოტოები/ვიდეო)

27 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის წინ მსახიობ ზურა ყიფშიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიას ლეგენდარული მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

როგორც მსახიობმა მედიასთან აღნიშნა, ვარსკვლავს უძღვნიდა დედას, მსახიობ ლენა ყიფშიძეს.

ვარსკვლავის გახსნამდე მარჯანიშვილის თეატრში "მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა. ცნობისთვის, ზურა ყიფშიძეს 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.