ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ თანამგზავრიდან ფოტოები გადაუღეს აშშ-ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს - რა გადაიღო "ჯაშუშმა თანამგზავრმა?"

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ თანამგზავრიდან ფოტოები გადაუღეს აშშ-ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს - რა გადაიღო "ჯაშუშმა თანამგზავრმა?"

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათმა ჯაშუშმა თანამგზავრმა თეთრ სახლს, პენტაგონსა და აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ბაზას სურათები გადაუღო.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის და პენტაგონის გარდა, მათ სურათები გადაუღეს აშშ-ის ატომურ ავიამზიდებს, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზებზე არიან განლაგებულები.

როგორც KCNA წერს, ჩრდ. კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სურათები ორშაბათსა და სამშაბათს დაათვალიერა, როდესაც ფხენიანის ეროვნული ადმინისტრაციის აეროკოსმოსური ტენოლოგიის მთავარი სამმართველო ცენტრიდან ოპერატიული ანგარიში ჩაიბარა.

მას აჩვენეს თეთრი სახლისა და პენტაგონის სურათები, რომლებიც ორშაბათს გადაიღეს. მედიის ინფორმაციით, თანამგზავრმა სურათები გადაუღო ასევე ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზას, ნიუპორ-ნიუსის გემთმშენებელ ქარხანას და ვირჯინიის აეროდრომს.

ამასთან, მოპოვებული სურათების გასაჯაროებას ფხენიანი არ აპირებს.

ცნობისთვის, 22 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა, რომლის ბორტზე თანამგზავრი-ჯაშუში იყო.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე