ავტორი:

ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?

ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ბოლო ასი წელია, ასეთი შტორმი შავ ზღვაში არ ყოფილა - საერთაშორისო საზღვაო მონიტორინგის სისტემა „პოსეიდონი“ 26 ნოემბერს შავ ზღვაში დაწყებულ დიდ ღელვას „საუკუნის შტორმად“ აფასებს და აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან ტალღების სიმაღლე 8-9 მეტრს აღწევდა...

ამ შტორმმა სერიოზულად დააზარალა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი, ისე - თავად რუსეთის კრასნოდარის მხარეც და არც ქართული სანაპირო დაინდო ანაკლიაში, ფოთსა თუ ბათუმში...

  • მაგრამ ამ საზღვაო შტორმს რამდენიმე დღეში შეიძლება ფარული საფრთხეც მოჰყვეს ქართულ სანაპიროსთან, კერძოდ კი... ღუზას მოწყვეტილი და თავისუფალ დრეიფში მყოფი საზღვაო ნაღმებიც...

თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი მოდრეიფე საზღვაო ნაღმები, გასულ წელს უკვე ვწერდი ამ ბლოგში (2022 წლის 23 მარტის სტატიაში „ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს"?!) და ერთგვარად ენამაც მიყივლა, რადგან დაწერილიდან გარკვეული ხნის შემდეგ მართლაც აფეთქდა ასეთი საზღვაო ნაღმი ბათუმის ბულვარის სანაპიროსთან (იხილეთ 2023 წლის 13 თებერვლის ბლოგში „ბათუმის სანაპიროზე ოდესის მისადგომებიდან მოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი აფეთქდა“), საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ... მაგრამ ასეთივე საფრთხის დონე რამდენიმე დღეში ბევრად უფრო გაიზრდება, რადგან „საუკუნის შტორმი“ აუცილებლად მოწყვეტდა ღუზიდან იმ საზღვაო ნაღმებს, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე დააყენეს ოჩაკოვი-ოდესის სანაპირო ზოლის გაყოლებით უკრაინელმა მეზღვაურებმა, რითაც მაშინ, ფაქტობრივად, დაიცვეს უკრაინული შავიზღვისპირა ქალაქები რუსული საზღვაო დესანტის გადასხმისგან, თუმცა განვლილ პერიოდში ეს ნაღმები მოწყდნენ ღუზებს - ზოგი იქვე, ოდესის სანაპიროზე აფეთქდა (მათ შორის მსხვერპლიც გამოიწვია), ზოგმაც თავისუფალი დრეიფი დაიწყო და მათ ხან რუმინეთის, ხან ბულგარეთისა და ხანაც თურქეთის ნაპირებთან აღმოაჩენდნენ და დაცხრილავდნენ, ერთი-ორმაც (ან უფრო მეტმაც) ქართულ ნაპირამდეც მოაღწია...

განსხვავებით გასული წლისგან, წელს „საუკუნის შტორმს“ ღუზებიდან შეიძლება ის საზღვაო ნაღმებიც მოეწყვიტა, რომლებიც უკვე რუსმა ოკუპანტებმა განათავსეს ანექსირებული ყირიმის სანაპიროს იმ მონაკვეთებში, სადაც უკრაინული საზღვაო სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ფარულად გადასხმას უფრთხიან...

თავისუფლად მოდრეიფე საზღვაო ნაღმებისგან წამოსული დიდი საფრთხე არსებობს, როგორც უშუალოდ წყალში, ისე - მათი სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევაშიც.

რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები?

ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი ძალიან ძველი მოდიფიკაციისაა (მან მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეში) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არის გამობმული, ხოლო "ეშვებიანი" ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ, როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის ერთ-ერთ "ეშვს", 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ. ტროტილის დეტონაცია ხდება და...წაიკითხეთ სრულად