ავტორი:

"ჰამასი" ილონ მასკს ღაზაში ეპატიჟება - "მოვიდეს და ნახოს, როგორ გაანადგურეს ყველაფერი"

"ჰამასი" ილონ მასკს ღაზაში ეპატიჟება - "მოვიდეს და ნახოს, როგორ გაანადგურეს ყველაფერი"

მილიარდერ ილონ მასკს "ჰამასი“ ღაზაში ეპატიჟება, რათა ნახოს "თუ როგორ გაანადგურა ისრაელმა პალესტინის ტერიტორია". "ჰამასმა" მასკი ღაზაში მას შემდეგ მიიწვია, რაც ეს უკანასკნელი ისრაელში ჩავიდა და ბენიამინ ნათანიაჰუსთან ერთად დაათვალიერა კიბუცი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმისას "ჰამასის" სამიზნე იყო.

  • "ჩვენ ვიწვევთ მას, ეწვიოს ღაზას, რათა დაინახოს როგორ დახოცეს და გაანადგურეს ხალხი. ნახოს ყველაფერი, ობიექტურობისა და სტანდარტების შესაბამისად“, - თქვა "ჰამასის" წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასკის გამოჩენა ისრაელში, ბენიამინ ნათანიაჰუსთან ერთად, კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელელების მხრიდან.

ისრაელში მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ 15 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისრაელს სიძულვილში სდებდა ბრალს და აკრიტიკებდა იმის გამო, რაც ახლა ღაზაში ხდება.

მოგვიანებით, მასკმა რიტორიკა შეცვლა და ისრაელის მხარდასაჭერად რამდენიმე განცხადება გააკეთა.

"ვინც მკვლელობას აპირებს, უნდა განეიტრალდეს. უნდა შეწყდეს პროპაგანდა, რომელიც უბიძგებს ადამიანებს, რომ მომავალში მკვლელებად ჩამოყალიბდნენ", - აცხადებდა მილიარდერი.

არა - ადამიანების მკვლელებად ჩამოყალიბებას! შემდეგ კი ღაზას აყვავება. და თუ ეს მოხდება, ვფიქრობ, ეს კარგი მომავალი იქნება. ”