ავტორი:

პოლონეთში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

პოლონეთში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

პოლონეთში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF 24-ი ავრცელებს.

პოლონური მედიის ცნობით, სამხრეთ პოლონეთში, სობიესკის ქვანახშირის მაღაროში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, დაშავდა 2 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში ავარია 500 მეტრის სიღრმეზე წყალმომარაგების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია.