ავტორი:

22 წლის გოგონა, რომელიც პალესტინის თავისუფლების სიმბოლოა - მისი დაკავების გამო მსოფლიო ორგანიზაციები ისრაელს აკრიტიკებენ: ემუქრება თუ არა აჰედ თამიმს სამუდამო პატიმრობა?

22 წლის გოგონა, რომელიც პალესტინის თავისუფლების სიმბოლოა - მისი დაკავების გამო მსოფლიო ორგანიზაციები ისრაელს აკრიტიკებენ: ემუქრება თუ არა აჰედ თამიმს სამუდამო პატიმრობა?

პალესტინელ აქტივისტს აჰედ თამიმს განუსაზღვრელი ვადით პატიმრობა ემუქრება. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პალესტინელია, რომელიც ისრაელმა დააკავა 7 ოქტომბრის დარბევის შემდეგ. 22 წლის პალესტინის თავისუფლების სიმბოლო ღამით დააკავეს.

დაახლოებით, დილის 4 საათი იყო, როცა ნარიმან თამიმი ქალიშვილმა აჰედმა გააღვიძა და უთხრა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს მათ სახლს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.

ნარიმან თამიმი ელოდა დარბევას, რადგან გასულ კვირას, მისი ქალიშვილი ტერორისტად გამოაცხადეს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აჰედს დააპატიმრებდნენ. 6 ნოემბერს აჰედი საკუთარი სახლიდან ჯარისკაცებმა ხელბორკილით გამოიყვანეს. 22 წლის აჰედის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში.

ქალი თითქმის სამი კვირის განმავლობაში იჯდა ციხეში და არ ჰქოდნა წვდომა ადვოკატსა და ოჯახის წევრებთან. მას ახლა განუსაზღვრელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ბრალდებისა და სასამართლო განხილვის გარეშე, მტკიცებულებების საფუძველზე, რომლის ნახვის უფლება არც მას და არც მის ადვოკატს არ აქვთ.

აჰედ თამიმის დედა

ისრაელის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ხშირად აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჰედის სახელი და გვარი შესაძლოა, ტყვეთა გაცვლის სიაშია და შესაძლოა, "ჰამასთან" მძევლების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლონ. ამ ამბავმა მცირე ნუგეში მოუტანა ნარიმან თამიმს, რომლის თქმითაც, მისი შვილი ფეიქი პოსტის გამო დააკავეს.

დედის თქმით, აჰედის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ნახსენები იყო ჰიტლერი და გოგონა პირობას დებდა, რომ პალესტინელები დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულ ებრაელებს დახოცავდნენ.

"ჩვენი გზავნილი ებრაელებისთვის არის, რომ გელოდებით დასავლეთ სანაპიროს ყველა ქალაქში, ჰებრონიდან ჯენინამდე. ჩვენ დაგხოცავთ და თქვენ იტყვით, რომ ის, რაც ჰიტლერმა გაგიკეთათ, ხუმრობა იყო. დავლევთ თქვენ სისხლს და შევჭამთ თქვენს თავის ქალებს. მოდი, ჩვენ გელოდებით."

ოჯახი უარყოფს, რომ პოსტი გოგონას დაწერილია, მათი თქმით, აჰედის ანგარიში თვეების წინ გატეხეს.

აჰედ თამიმი გამოჩენილი პალესტინელი აქტივისტების ოჯახიდანაა და მთელი ცხოვრების მანძილზე აპროტესტებდა ისრაელის მიერ მათი სოფლის ნაბი სალეჰის ოკუპაციას. მისი მამა, ბასემ თამიმი, ცნობილი აქტივისტი, 29 ოქტომბერს დააკავეს და მოთავსებულია დასავლეთ სანაპიროს ოფერის ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ ექვსი თვის განმავლობაში.

აჰედი ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა პალესტინის თავისუფლების სიმბოლოდ, როდესაც ისრაელის ჯარისკაცებთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს, მან გაარტყა ისრაელ ჯარისკაცს, ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ქალბატონი თამიმი პალესტინის წინააღმდეგობის საერთაშორისო სიმბოლოდ აქცია.

მოგვიანებით, მან ამისთვის რვათვიანი სასჯელი მოიხადა და 17 წლის იუბილე ციხეში გაატარა. მისი მემუარები, „ისინი მეძახიან ლომს: პალესტინელი გოგონას ბრძოლა თავისუფლებისთვის“, გამოქვეყნდა 2002 წელს... წყარო