ავტორი:

5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახალი, 2024 წლის დადგომამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება, თუმცა, სამზადისი უკვე დაწყებულია და ქალაქის ქუჩებსა თუ მაღაზიების ვიტრინებში სადღესასწაულო განწყობა უფრო და უფრო შეინიშნება.

წლის ეს პერიოდი საუკეთესოა სიახლეებისთვის, ოჯახისა და მეგობრების ერთად შეკრებისა და სიურპრიზების მომზადებისთვის, რაც ჩვენს განწყობასა და ცხოვრების ხარისხზეც პოზიტიურად აისახება.

ახალი წლის ჯადოსნური განწყობის შექმნასა და სხვებისთვის გაზიარებაში კი ეს 5 რამ დაგვეხმარება:

  • დააგემოვნეთ საახალწლო ნამცხვრები

დეკემბრის ბოლოს, სახლებიდან და საკონდიტროებიდან გამოსულ ციტრუსისა და დარიჩინის სურნელს ნამდვილი ახალი წელი მოჰყავს.

ამ არომატებით გამომცხვარი თბილი ფუნთუშებისა თუ კექსების მირთმევა ზამთრის ცივ დღეებში ნამდვილი სიამოვნებაა. ასევე, ის საუკეთესო მიზეზია მეგობრული თუ ოჯახური შეკრებებისთვის.

  • თავად მორთეთ ნაძვის ხე

ნაძვის ხის მორთვა ბევრი ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო რიტუალია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კმაყოფილებისა და სიხარულის განცდა გვეუფლება. უკვე მორთული ნაძვის ხის განათებას კი ჩვენს სახლებში ახალი წელი მოჰყავს.

ტრადიციად აქციეთ, ყოველწლიურად ნაძვის ხეს ახალი სათამაშო შემატოთ. ამის გაკეთება მაშინაც არის შესაძლებელი, თუ არჩევანს მინიმალისტურ სტილზე აკეთებთ და მხოლოდ ერთ ან ორი ფერის კომბინაციას ანიჭებთ უპირატესობას. ასე სახლის საახალწლოდ მორთვის ხალისი და მოტივაცია უფრო გაგიძლიერდებათ.

  • ესტუმრეთ საახალწლო ფესტივალებს

თუ ოდესმე ევროპის რომელიმე ქალაქის საახალწლო სოფელში ან ფესტივალზე მოხვედრილხართ, ალბათ ეს გამოცდილება ყოველთვის გახსოვთ. აქ დატრიალებული სურნელი, სადღესასწაულო განათებები,სათამაშოები და სასიამოვნო მუსიკა ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

მსგავსი ღონისძიებები უკვე საქართველოშიც ტარდება, მაგალითად ცენტრალური ნაძვის ხის, ორბელიანის მოედნის, მზიურის პარკისა თუ სხვა ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება შეგიძლიათ. თუმცა, წელს, კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალი, რომელიც 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.

ფესტივალზე აღმოაჩენთ ულამაზეს საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებს, მათ შორის, ნაძვის ხეებს. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ თავის მოვლის საშუალებები, ტკბილეული, სასმელები, გასართობი ღონისძიებები და რაც მთავარია, მასშტაბური ფასდაკლებები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე, „ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში პროდუქციის შეძენისას, თიბისი VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ.

  • თავად შეფუთეთ საჩუქრები

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა, შემდეგ კი მისი საკუთარი გემოვნებით შეფუთვაა? გირჩევთ, ამ პროცესს დასაწყისიდან ბოლომდე თავად მიჰყვეთ და არ გამოტოვოთ იმის ნახვის სიამოვნება, თუ რა ემოციებს გამოიწვევს თქვენი საჩუქრების გახსნა ადრესატებში.

  • უყურეთ საახალწლო ფილმებს

„მარტო სახლში“, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, „შვებულება“, „რეალური სიყვარული“… კიდევ რომელ ფილმებს უყურებთ ხოლმე წინასაახალწლოდ? ბევრი ჩვენგანის ოჯახში ამ მართლაც საოცრად კეთილი და სახალისო ფილმების სიუჟეტები არასდროს გვბეზრდება, თუმცა, შეგვიძლია, ჩვენს სიას სხვა კინოსურათებიც შევმატოთ.

კარგი ფილმის ყურება განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა სახლის ერთ კუთხეში ნაძვის ხე ციმციმებს, მეორე კუთხიდან კი დარიჩინის ფუნთუშების სურნელი იფრქვევა.

არ გამოტოვოთ ეს სადღესასწაულო აქტივობები და გპირდებით, წინ საუკეთესო ახალი წელი გელოდებათ!

#საახალწლოფესტივალი #VISA #თიბისი #ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი

R