ავტორი:

"სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა" - მარია ზახაროვა

"სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა" - მარია ზახაროვა

სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა“, - განაცხადა ზახაროვამ.

სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება, დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტერიალს, ლავროვის შესაძლო მონაწილეობის გამო, ბოიკოტი გამოუცხადეს.