ავტორი:

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა "კაბუმ“ საპატიმრო დატოვა

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა "კაბუმ“ საპატიმრო დატოვა

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა იგივე "კაბუმ" პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 10 000 - ლარიანი გირაოს თანხა გადაიხადა.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.