ავტორი:

"ის გამაოგნებელი ტალანტია..." - რას ამბობს ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ის გამაოგნებელი ტალანტია..." - რას ამბობს ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ის გამაოგნებელი ტალანტია. როდესაც გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს, არ არსებობს მცველი, რომელიც მის შეჩერებას მოახერხებს.

ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხვიჩამ ზუსტად იცის, მოედნის რომელ მონაკვეთში ვიმყოფები და ზუსტი გადაცემებით მამარაგებს", - განაცხადა ოსიმენმა @Obionepodcast-ის ეთერში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "რეალის" წინააღმდეგ გამართავს. ეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

sportall.ge