ავტორი:

სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში შესვლაზე უარი უთხრა - მიზეზი ბორტზე მარია ზახაროვას ყოფნაა - ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე მაინც ჩავიდა

სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში შესვლაზე უარი უთხრა - მიზეზი ბორტზე მარია ზახაროვას ყოფნაა - ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე მაინც ჩავიდა

სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.

"როგორც სააგენტომ შეიტყო, ბულგარულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის გადაფრენაზე უარი განაცხადა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა“, - წერს რუსული სააგენტო.

სერგეი ლავროვი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის, სკოპიეში უკვე ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალი დაიწყო.