ავტორი:

"ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა - გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს" - პრეზიდენტი

"ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა - გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს" - პრეზიდენტი

ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა - გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა [კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში] ისინი ჩადიან ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "მინდა ევროპა და არ მინდა რუსეთი“ არის საკითხები, რომელზეც საზოგადოება შეთანხმებულია და არავის მისცემს საშუალებას ევროპასთან დაახლოების შანსი გააშვებინოს ხელიდან.

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი და პარტიები არიან ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას, რას მოითხოვს საზოგადოება და რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები, პარტიები მით უფრო აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია და არა პირიქით, რასაც, სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა ქვემოდან ზემოთ. ეროვნული თანხმობა - ამ საკითხს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებიდან. სამწუხაროდ, "კოვიდმა“ და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა ეროვნული თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს იქ ის საფუძვლები, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ. მიმაჩნია, რომ მეც უნდა დავუბრუნდე და ქვეყანაც უნდა დაუბრუნდეს. იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე და ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, ჩვენ თავს ვერ დავიცავთ მტრისგან. საქართველოს მთელი ისტორია ამას გვეუბნება, რომ მთელი ეროვნული თანხმობა, ერთად ბრძოლა არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიტანა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, არ მოგვწონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე. დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ჩვენ ყოველდღე უნდათ რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები არის: "მინდა ჩემი შვილებისთვის ევროპა“ და "არ მინდა რუსეთი“. თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, მათთვის ცუდი, საზოგადოებამ იცის რა უნდა. მე ამას ვხედავ ყოველდღიურად დაწყებულ კამპანიაში. ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების კამპანია, "ჩვენი ხმა ევროპას“. სადაც არ მივდივარ და არ ვხვდები ხალხს, ნათელია, რომ ეს არის მათი წამოძახილი და ამაში არ არსებობს სხვა მოსაზრება გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ უნდა მოხდეს სრული კონსოლიდაცია, ამ საკითხის ირგვლივ, რათა ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ამის დიდი შანსი გვაქვს დღეს, რომელიც არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას და ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება და ნამდვილად არ აპირებს საზოგადოება, რომ ვინმეს მისცეს საშუალება ეს შანსი ხელიდან გააშვებინოს. ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა. ვიყავი სოფლებში, ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. ამის მიზანი არის ერთი - ევროპული გზა საქართველოში, არანაირი შიდა პოლიტიკური გამოძახილები იქ არ არის. აქ არმისვლა, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, საერთოდ არ მესმის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.