ავტორი:

ისლანდიაში ვულკანის მორიგ ამოფრქვევას ელოდებიან - მეცნიერების ახალი თეორია: როგორ წარმოიქმნება ლავის შადრევნები?

ისლანდიაში ვულკანის მორიგ ამოფრქვევას ელოდებიან  - მეცნიერების ახალი თეორია: როგორ წარმოიქმნება ლავის შადრევნები?

მეცნიერები გვთავაზობენ ახალ თეორიას ვულკანური ლავის შადრევნების წარმოქმნის მიზეზებისა და მექანიზმის შესახებ. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დასკვნები 2021 წელს ისლანდიის ვულკანის ამოფრქვევაზე დაკვირვებით გააკეთა და გამოაქვეყნა ჟურნალში Nature Communications.

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის Fagradalsfjall-ის თვალწარმტაცი ლავის შადრევნების შესწავლით, მეცნიერებმა ვარაუდობენ, რომ ძირში ვულკანებს აქვთ არც ისე ღრმა ღრუ, რომელიც სავსეა მაგმით. ახალი ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ლავის შადრევანი იქმნება, მაშინ როდესაც მაგმა ამოდის და ქმნის გაზით მდიდარი ქაფის ფენას. ამ ფენის აორთქლება კი წამოქმნის წნევას, რომელიც შემდეგ უბიძგებს ლავას ღრუდან ჰაერში ამოიყორცნოს, რაც ადამიანებისთვის ხილულ თვალწარმტაც ლავის შადრევნებს ქმნის.

Fagradalsfjall - იცნობილია განსაკუთრებით დიდი ლავის შადრევნებით, რაც ამ ფენომენის გასაანალიზებლად მას იდეალურ ვულკანად აქცევს .

2021 წელს Fagradalsfjall-ზე ექვსი კვირის განმავლობაში საოცარი სანახაობა იყო, როდესაც ვულკანზე მუდმივად წარმოიქმნებოდა ლავის შადრევნები. რომელთა სიმაღლეც ზოგჯერ თითქმის 400 მეტრს აღწევდა, ხოლო შადრევნის "სიცოცხლის ხანგრძლივობა" რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

მეცნიერების თქმით, ამ თეორიის დასადასტურებლად საჭიროა უფრო მეტი დაკვირვება.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ Fagradalsfjall-ის ლავის შადრევნები განსხვავდება სხვა ცნობილი ვულკანების შარდევნებისგან, როგორიცაა კილაუეა ჰავაიში და ეტნა იტალიაში.

"Kīlauea-სთან ან Etna-სთან შედარებით, Fagradalsfjall-ის ტალღები რეგულარული იყო და თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ბოლო კვირების განმავლობაში Fagradalsfjall-ის ვულკანის აქტივობა გაიზარდა. შესაძლო ამოფრქვევის საფრთხის გამო ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. ვულკანის მოქმედების შედეგად წარმოქმნილმა მიწისძვრებმა დააზიანა ელექტრო, წყლისა და კანალიზაციის ხაზები. ამ დროისთვის ამ აქტივობის დროს ლავის შადრევანი არ დაფიქსირებულა.

წაიკითხეთ ასევე: