ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს

კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს

პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კრიშტიანუს ცრუ დაპირებების გამო, მათ ისეთი ინვესტიციები ჩადეს, რომელმაც თანხები დააკარგვინათ. ისინი მიღებული ზარალის სანაცვლოდ, ფეხბურთელისგან $1 მილიარდზე მეტს ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდმა ბირჟამ, Binance-მა 2022 წლის ნოემბერში რონალდუსთან პარტნიორობით "CR7"-ის სახელწოდებით ახალი NFT გამოუშვა. ფეხბურთელის თქმით, ეს ვირტუალური აქტივები გულშემატკივრებისთვის მისგან გაკეთებული საჩუქარი იყო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT, სახელწოდებით "Bored Ape"

პარტნიორობის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში რონალდუ ამბობდა, რომ მისი გულშემატკივრები "CR7"-ის შეძენით NFT-ის სამყაროს შეცვლიდნენ და ფეხბურთი ახალ საფეხურზე გადაინაცვლებდა.

Proud to be partnering with @binance

Together we’ll give you the opportunity to own an iconic piece of sports history.

I’m excited to take this journey with all of you. Let’s change the NFT game with #Binance. pic.twitter.com/SNSCMHggct
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) June 23, 2022

2022 წლის ნოემბერში კოლექციიდან ყველაზე იაფფასიანი NFT 77$ ღირდა, თუმცა 1 წლის შემდეგ მისი ფასი $1-ზე ჩამოვიდა. რის გამოც ათასობით ადამიანი წაგებული დარჩა. მოსარჩელეების მტკიცებით, რონალდუსგან Binance-ის რეკლამირებამ საზოგადოების ინტერესი ონლაინ კრიპტო ვალუტებით ვაჭრობისადმი 500%-ით გაზარდა.

მოსარჩელეების თქმით, კრიშტიანუმ ხალხს უბიძგა, ინვესტიციებისთვის Binance გამოეყენებინათ, საბოლოოდ კი "არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებში" ჩაედოთ თავიანთი თანხა. ისინი მიიჩნევენ, რომ რონალდუ ვალდებული იყო გაემხილა, რამდენს უხდიდა კომპანია რეკლამისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა.

საკონსულტაციო ფირმა DeVere Group-ის ხელმძღვანელმა, ნაიჯელ გრინმა განაცხადა, რომ მხოლოდ რონალდუს ბრალი არაა ასეთი სიტუაციის შექმნა და უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე: "ვფიქრობ, ყურადღება მსოფლიო რეგულაციების დამწესებლებზე უნდა გადავიტანოთ", - ამბობს გრინი.

Cooking something up with @Cristiano…

Stay tuned. pic.twitter.com/OxqJ435bp3
— Binance (@binance) November 28, 2023

მიუხედავად ატეხილი აურზაურისა, როგორც ჩანს, რონალდუ და Binance კვლავ აპირებენ მომავალში ერთად მუშაობას. 28 ნოემბერს ფეხბურთლმა X-ის პლატფორმაზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც კომპანიასთან მუშაობის სამომავლო გეგმების შესახებ მიანიშნებდა.

ცნობისთვის, NFT არის ვირტუალური აქტივები, რომელთა ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათ მატერიალური ფორმა არ გააჩნიათ, ანუ ისინი მხოლოდ ციფრულად არსებობენ. ზოგადად, ისინი ონლაინ არსებული ფოტოებისა და ვიდეოების საკუთრების აღსანიშნავად გამოიყენება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა