ავტორი:

სტრატეგიული კომუნიკაცია ბრენდის მართვაში

სტრატეგიული კომუნიკაცია ბრენდის მართვაში

გასულ კვირას მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა PR ფორუმი თემაზე: სტრატეგიული კომუნიკაცია ბრენდის მართვაში“.

ფორუმი მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მონაწილეებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია კომუნიკაციის სფეროს ახლებურ ხედვასა და თანამედროვე მიდგომების მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარებაში, ბრენდინგში, ორგანიზაციულ ცვლილებათა მართვაში. ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო პანელდისკუსიას, რომლის ფასილიტატორი იყო ალტერბრიჯის პროფესორი, კომუნიკაციის ექსპერტი, კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, მაკო ჯაოშვილი, ხოლო მომხსენებლები იყვნენ ალექს ჩიქოვანი, ალტერბრიჯის ლექტორი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს “LIVE დამფუძნებელი. ქეთი ჯაოშვილი- სარეკლამო კომპანია ედვენის თანადამფუძნებელი და CEO და თამთა კალანდაძე - მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

საუბარი შეეხო ბრენდის შექმნის მთავარ ასპექტებს, დამკვეთების მხრიდან ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მოკლე ანალიტიკურ მიმოხილვას ბრენდინგის სტრატეგიის როლის შესახებ. მეორე ნაწილში სტარტაპერებმა კომპანია ,,ვემპლერის" დამფუძნებელმა სანდრო თავხელიძემ, ,,ფაფანაკის" დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა ნინო ჭყონიამ და ,, სკიჯი/ სკიჯის სახლის" თანადამფუძნებელმა მაკო ცირეკიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი საქმის წამოწყებით მიღებული გამოცდილება, მოისმინეს ექსპერტების სასარგებლო რჩევები საქმიანობის შემდომი განვითარებისათვის.

ფორუმის მესამე ნაწილში მთავარ შეკითხვას „და მაინც, რატომ სტრატეგიული კომუნიკაცია“ მცირე ფორმატიანი მასტერკლასით უპასუხა ფორუმის ორგანიზატორმა მაკო ჯაოშვილმა. საუბრისას წარმოაჩინა ალტერბრიჯის, როგორც ბრენდის მთავარი ფასეულობები და მისიიდან გამომდინარე როგორ მოხდა სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, მისი გამორჩეულობის ნიშნები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო „ლურჯი ოკეანე“, საქართველოში უკონკურენტო გამომცემელი ბიზნესლიტერატურის მიმართულებით. აგრეთვე, მეგობარმა ორგანიზაციამ ჯიპისი-კლუბმა. ფორუმის მხარდამჭერებმა მონაწილეებს ბრენდირებული საჩუქრები და „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოცემული ბიზნეს-ლიტერატურა გადასცეს, რომლის ნაწილი პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე ალტერბრიჯში განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის.

R