ავტორი:

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტი ოფიციალურ გვერდზე საქართველოზე ქება-დიდების განცახდებას აქვეყნებს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო, რომელიც არ აჰყვა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცა, დღეს ეკონომიკურად სწრაფად ვითარდება. გთავაზობთ განცხადებას:

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას, იხელმძღვანელა პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი პრიორიტეტების წყალობით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, კარგი შემოსავალი შეაქვთ რუს ტურისტებსაც.

ამასობაში ევროკავშირში, ჩვენი ეკონომიკის განადგურების მანიაკალური სურვილით, ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტს აცხობენ, რომელშიც შედის ლურსმნების, ღილაკების, ნემსებისა და საქსოვი ჩხირების ექსპორტის აკრძალვა. ასეთი "შორსმჭვრეტელი“ ევროპოლიტიკოსების ხელში, ევროპა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კლინიკური დეგრადაციის "პალატა #6 - ს".

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევამდეც მიაღწია, სადაც რეალობის შეგრძნება სულ დაკარგეს და სერიოზულად განიხილავენ საკითხს, რომ ყირიმს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე არ მდებარეობს, სახელი გადაარქვან. ეს სიგიჟეა თუ ჭკუასუსტობა? ორივეს ნიშნები სახეზეა“, - წერია ოფიციალურ საიტზე. წყარო

  • ავტორი ანრი კურტანიძე