ავტორი:

ლეგენდარული ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი ალფრედ კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. კისინჯერი ამერიკის წამყვანი დიპლომატი იყო და ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. მრჩევლის თანამდებობა 1970-იან წლებში დატოვა, თუმცა ის ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ლიდერების მიღებას განაგრძობდა და მათ შესაბამის კონსულტაციას უწევდა.

  • მედიის ცნობით, წარმოშობით გერმანელი დიპლომატი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დიპლომატის გარდაცვალების ამბავს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში გამოეხმაურა: "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგარეო ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამორჩეული ხმა დაკარგა",- განაცხადა ბუშმა.

აღსანიშნავია, რომ ჰენრი კისინჯერი პოპულარობით სარგებლობდა ჩინეთში. სოციალური მედიის პლატფორმა Weibo-ზე მისი გარდაცვალების ამბავი მალევე გავრცელდა. ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ კისინჯერს "ლეგენდარული დიპლომატი" უწოდა.

  • 1973 წელს კისინჯერს მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიაც მიანიჭეს.

ამერიკელ დიპლომატს მეუღლე, სახელად ნენსი, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი დარჩა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა