რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების კითხვას ღრმა ბავშვობაში იწყებენ და მთელი ცხოვრება აგრძელებენ. ეს არის მოთხრობები, რომლებიც აკეთილშობილებს და აბედნიერებს. სიკეთეზე აგებული პატარ-პატარა ამბები ბავშვებს გარემოს აცნობს და აყვარებს. სწორედ ამიტომ გრძელდება მათი კითხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

გარდა მოთხრობებისა, რომლებიც ბავშვებს ასე უყვართ, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს მისი „საღმრთო ისტორია“ იკავებს. ეს გახლავთ ნაწარმოები, რომელშიც ბიბლიური ამბები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული. მათი გაცნობით პატარები სამყაროს შეიმეცნებენ.

და მაინც, რატომ უნდა წავაკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

მათში გადმოცემული ამბები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა. მოთხრობები თან მხატვრულია და თან ქვეყნის ისტორიას აცნობს ბავშვებს. საინტერესო ისტორიული ამბები პატარებისთვის გასაგები ინტერპრეტაციითაა გადმოცემული.

  • იაკობ გოგებაშვილის თითოეულ მოთხრობაში, თითოეულ ამბავში განსაკუთრებული საფუძველია ჩადებულია. მის მიერ შედგენილი „დედა ენა“ იმ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ეფუძნება, რომელიც მოგვიანებით დიმიტრი უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. წიგნი იწყება „აი იათი“, რომელსაც ლეგენდაც უდევს საფუძვლად. თურმე ერთხელ მინდორზე მჯდარი, ჩაფიქრებული იაკობ გოგებაშვილი პატარა გოგონას ხმას გამოუფხიზლებია: „ძია იაკობ, აი ია“. სწორედ მაშინ მოუვიდა იდეა, რომ „დედა ენა“ სწორედ ამ ფრაზით დაეწყო.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვესაუბროთ ღმერთის და ქრისტიანობის შესახებ. თუმცა ხშირად მშობლებმაც არ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორია“ წაუკითხოთ. ეს მათთვის ერთგვარი პირველ ბიბლია გახდება. ნაწარმოები ასე იწყება: „ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა გაჩნდნენ ქვეყანაზე?“ ეს და სამყაროსთან დაკავშირებული სხვა კითხვები ბავშვებს ხშირად უჩნდებათ. მათთვის პასუხის გაცემაში კი „საღმრთო ისტორია“ დაგეხმარებათ.
  • იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები ბავშვებს სამშობლოს განსაკუთრებით შეაყვარებს. პატრიოტიზმზე დაფუძნებული არაერთი მოთხრობა მათ დააფიქრებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთსულოვნებას და თანადგომას.
  • „დიდს აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს; ხანგრძლივ გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე; დიდი სიხარული ხშირად დიდ სიმწუხარედ იცვლება ადამიანის და ქვეყნის ცხოვრებაში.“ - ვკითხულობთ მოთხრობაში „სხივი წარსულისა“. ამ და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე დაფიქრება ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. მათ სწორად გააზრებაში კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები დაგეხმარებათ.

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება სხვადასხვა გამოცემების სახითაა ხელმისაწვდომი. თუმცა თუ ბიბლიოთეკის განახლებას გეგმავთ, საუკეთესოა, შეიძინოთ სამტომეული, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „XXI საუკუნის ბიბლიოთეკის“ ნაწილია. უკვე გამოსულია სერიის პირველი ტომი. მასში „საღმრთო ისტორია“ და მოთხრობები შედის. წიგნის ღირებულება 15 ლარია. მეორე და მესამე ტომები კი შემდეგ თვეებში გამოიცემა.

R