ავტორი:

ოფიციალური ლეგოს კუნძული განსაკუთრებული შეთავაზებებით თბილისშია

ოფიციალური ლეგოს კუნძული განსაკუთრებული შეთავაზებებით თბილისშია

ლეგოს მოყვარულებს საბურთალოს „სითი მოლში“ განსაკუთრებული შეთავაზება და სიურპრიზები ელოდებათ. ოფიციალური LEGO-სა და XS Toys-ის თანამშრომლობის შედეგად, სავაჭრო ცენტრში განთავსდა ლეგოს კუნძული, სადაც მუდმივად გელოდებათ აქციები. შეთავაზების ტიპები პერიოდულად განახლდება. მათ შორის იქნება ფასდაკლებები და ქეშბექი.

„ლეგოს“ კუნძული „სითი მოლში“ დეკემბრის ბოლომდე იქნება განთავსებული. შესაბამისად, შეგიძლიათ მას არაერთხელ ესტუმროთ და მრავალჯერადად ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით.

შეგახსენებთ, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის LEGO-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში XS Toys გახლავთ. მათი კუნძული კი დეკემბრის ბოლომდე გელოდებათ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

R