ავტორი:

"სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ "ქოცებმა“ არ მოგატყუონ... არ გვინდა იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ" - იაგო ხვიჩია

"სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ "ქოცებმა“ არ მოგატყუონ... არ გვინდა იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ" - იაგო ხვიჩია

სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ "ქოცებმა“ არ მოგატყუონ - უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: - სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია! - ეს განმარტება ჟურნალისტებთან "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიამ აქვე, იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობა ისეთ რამეს არ მოიფიქრებს, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას გადაიფიქრებენ“.

"9 პუნქტის შესრულების ფარგლებში ჩვენ შევალთ ყველგან, სადაც პარლამენტის შენობაში შეხვედრას დავინახავთ. ვეცდებით, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად - არ გვინდა "ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.