ავტორი:

შეიძინე ავეჯი ემბავუდში და დასაჩუქრდი გრანდიოზული პრიზებით

შეიძინე ავეჯი ემბავუდში და დასაჩუქრდი გრანდიოზული პრიზებით

კომპანია "ემბავუდმა" ახალი, წამახალისებელი გათამაშება დაიწყო და თავის ერთგულ მომხმარებლებს გრანდიოზული პრიზების მოგების საშუალებას აძლევს. პრიზების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • პარტნიორი ტექნიკის მაღაზიის 5 ცალი 3000 ლარიანი ვაუჩერი;
  • 3 ცალი Iphone 15 Pro Max;
  • 2 ცალი ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით;
  • 1 ორკაციანი საგზური მალდივის კუნძულებზე.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საქართველოს მასშტაბით, ემბავუდის ნებისმიერ ფილიალში უნდა შეიძინოთ ავეჯი და ყოველ ათას ლარიან შენაძენზე გადმოგეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი.

პროექტმა 20 ნოემბერს აიღო სტარტი და ბილეთების დაგროვება 28 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. 11 იღბლიანი გამარჯვებული კი 30 დეკემბერს, TV პირველის პირდაპირ ეთერში, 20:00 საათზე გამოვლინდება. გათამაშება დოლურის პრინციპით ჩატარდება და გამარჯვებულები შემთხვევით ამოღებული ბილეთების მეშვეობით გამოვლინდებიან.

გათამაშებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ემბავუდის ოფიციალურ Facebook გვერდზეც. დამატებითი ინფორმაციის მიღებას კი შეძლებთ როგორც ვებ გვერდზე www.embawood.ge, ასევე ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 400 001

შეგახსენებთ, რომ კომპანია ემბავუდი ქართულ ბაზარზე 2007 წლიდანაა წარმოდგენილი და საოჯახო ტიპის ავეჯის ყველაზე დიდი საწარმოა საქართველოში, რომელიც საქართველოს მასშტაბით 2 ქარხანასა და 21 ფილიალს აერთიანებს. ემბავუდი თავის მომხარებლებს შიდა განვადების სერვისსაც თავაზობს და ავეჯის შეძენა რამდენიმე ფილიალში ეტაპობრივი გადახდის პრინციპით უკვე შესაძლებელია. შიდა განვადება მოქმედებს თბილისის, რუსთავის, ბათუმის, მარნეულისა და ოზურგეთის ფილიალებში.

არ გამოტოვოთ შანსი ჩაერთოთ გათამაშებაში. შეხვდით ახალ წელს განახლებული ავეჯით და დასაჩუქრდი!

R