ავტორი:

"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს" - სერგეი ლავროვი

"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს" - სერგეი ლავროვი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.

"იქიდან გამოვდივარ, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღმდეგ ომის] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს. ამ ოპერაციაზე მუდმივ საფუძველზე კონტროლს უმაღლესი მთავარსარდალი ახორციელებს და ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ლავროვმა.