ავტორი:

22 000 ლარამდე ფასდაკლება შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობისას აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებზე - "ტერასა რეზორთ ბაკურიანის" საახალწლო აქცია დაიწყო

22 000 ლარამდე ფასდაკლება შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობისას აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებზე - "ტერასა რეზორთ ბაკურიანის" საახალწლო აქცია დაიწყო

„ტერასა რეზორტ ბაკურიანში“ საახალწლო აქცია დაიწყო: ისარგებლეთ 22 000 ლარამდე ფასდაკლებით შიდა უპროცენტო განვადებისას ყველა აპარტამენტსა და სასტუმროს ნომერზე და გახდით უძრავი ქონების მფლობელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტზე.

აქცია მოქმედებს მხოლოდ 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ ეტაპზე, კომპლექსში მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ფასადის მოპირკეთება. „ტერასა რეზორტ ბაკურიანი“ ხორციელდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებით, რაც ნაგებობების თბოიზოლაციასა და მდგრადობას უზრუნველყოფს.

პროექტის ჩაბარება 2024 წელს არის დაგეგმილი. მისი დასრულების შემდეგ სასტუმროს ნომრების გაქირავების სერვისზე პასუხისმგებელი იქნება აღიარებული ავსტრიული მენეჯმენტ კომპანია STS HOSPITALITY, რაც მესაკუთრეებს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად, დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსების დახარჯვის გარეშე მიიღონ ყოველთვიური შემოსავალი.

ბაკურიანი ოთხივე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულებაა, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და შესაბამისად ვითარდება ინფასტრუქტურაც.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ ამირანის პარკთან, სასრიალო ტრასების სიახლოვეს მდებარეობს. ეს არის დახურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს 4 800 კვ/მ რეკრეაციულ ზონას, საპიკნიკე და გასართობ სივრცეებს, გარემონტებულ, ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილ აპარტამენტებს, სასტუმროს, 15-მეტრიან დახურულ აუზს, რესტორანს, ბარსა და სკი დეპოს.

აქ ყველაფერია წელიწადის ნებისმიერ დროს განტვირთვისა თუ აქტიური დასვენებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის სერვისები და ინფრასტრუქტურა მორგებულია როგორც ოჯახებზე, ისე ინდივიდუალურ დამსვენებლებისა თუ სპორტული ღონისძიებების მონაწილეების მოთხოვნებზე, რაც მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

მეტი ინფორმაციის მისაღებად და თქვენზე მორგებული პირობების გასაგებად შეავსეთ განაცხადის ფორმა და კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ:

R