ავტორი:

"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.... დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე" მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).

ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

თუმცა როგორც ირკვევა, რეჟისორსა და მსახიობს შორის გარკვეული ინციდენტიც იყო. თედომ ამის შესახებ "სიცრუის დეტექტორში" ისაუბრა. შეკითხვაზე იყო თუ არა ნაწყენი რეჟისორზე, ბექაურმა დადებითი პასუხი გასცა:

"გიორგის და მის მეგობარს ჰქონდათ რესტორანი. ხშირად მიწევდა მისვლა, ერთხელ გიორგის დავურეკე, თუ გაქვს ვაკანსია-თქო, ნებისმიერ რამეზე ვიმუშავებო. მითხრა, მოდიო და ჩემთან დაიწყე მუშაობაო, პრომოს პოზიციაზეო. მივედი და რომ ამიხსნა, სიტუაცია იყო ასეთი - ინგლისური და რუსული უნდა მცოდნოდა. არ ვიცოდი არცერთი ენა კარგად და ვუთხარი, ვერ დავიწყებ ამ პოზიციაზე მუშაობას, არ მინდა-მეთქი. სხვა რამეს მოვძებნი-თქო. ნუ, მუშაობა რომ ვერ დავიწყე, ის პერიოდი ხშირად მივდიოდი გიორგის რესტორანში, მეგობრები შევიძინე. ერთ დღეს გიორგის მივწერე, რომ თუ ხარ ობიექტზე, ნახვა მინდა შენი-თქო. მითხრა, აქ ვარო ახლაო და ისეთ სიტუაციაშიო, ვერ აგიხსნიო, ქურდობა მოხდაო. დავინტერესდი, რა ქურდობა მოხდა, მანამდე იქ მეც ვიყავი.

მეორე დღეს მივედი და ერთ-ერთმა გამომიყვანა და მითხრა, რომ ძალიან მერიდება და შენ გადებენ ხელსო. გარკვეული თანხა დაიკარგა. თუ არ ვცდები 200 ლარი იყო. ძალიან ავნერვიულდი. იმ პერიოდში თან მიჭირდა, მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა, ერთ ადამიანს გამოუტანე და ვერ იხდიდა. რომ დავურეკე შემდეგ გიორგის, ნახვა მინდა-თქო და უარი თქვა. მას შემდეგ ხშირად მივწერე, რომ ნახვა და ახსნა მინდოდა, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ არაფრით მოიცალა. ერთხელ დამირეკა, "ამირანში" ვარო და გამოდიო ნახვა მინდაო. არც მაშინ დამელაპარაკა იმ თემაზე, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ჯილდოზე მითხრა. წავიდა და მის შემდეგ არ შემხმიანებია. არ დამლაპარაკებია ამ თემაზე. მე არ მომიპარავს ეს ფული. როგორც გავიგე, მერე გაირკვა ყველაფერი, ისიც, თუ ვინ მოიპარა თანხა", - ჰყვება თედო ბექაური.

ნახეთ ასევე: