ავტორი:

რა ვითარებაა ღაზაში ზავის გაუქმების შემდეგ?

რა ვითარებაა ღაზაში ზავის გაუქმების შემდეგ?

"ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

"ჰამასის“ ინფორმაციით, დღის განმავლობაში 589 ადამიანი დაშავდა. როგორც BBC -ი აცხადებს, ის დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.

ასევე, BBC-ის მიერ შეკვეთილი სატელიტური სურათების მიხედვით, ომის დროს ღაზას სექტორში დაახლოებით 98 000 შენობა დაზიანდა. ფოტოები თარიღდება 23 ნოემბრით, ისრაელსა და ჰამასს შორის შვიდდღიანი ზავის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. დაზიანებული შენობის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ ღაზაშია.

ცნობისთვის, ღაზის სექტორში ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განაახლა.