ავტორი:

დუშეთში მოქალაქეებმა საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული დათვის სახეობა მოკლეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

დუშეთში მოქალაქეებმა საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული დათვის სახეობა მოკლეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მოქალაქეებმა დუშეთში საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული მურა დათვის სახეობა მოკლეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს:

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს "წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.

მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა" - ნათქვამია ინფორმაციაში.