ავტორი:

ვინ არის შოთა გორგაძე, რომელიც პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა?

ვინ არის შოთა გორგაძე, რომელიც პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა?

პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს რამდენიმე წევრი გარიცხა, მათ შორის არის ადვოკატი შოთა გორგაძე. ინფორმაციას რუსული Forbes-ი ავრცელებს.

კრემლის ვებ-გვერდის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა განკარგულებას პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საბჭოდან ასევე გამოირიცხნენ საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე მუკომოლოვი, ჟურნალისტი ლეონიდ ნიკიტინსკი და იურიდიული ექსპერტი მარა პოლიაკოვა.

პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შემადგენლობა საბჭოს წევრებთან ყოველწლიური შეხვედრის წინა დღეს შეცვალა, რომელიც ტრადიციულად დეკემბრის დასაწყისში იმართება. წელს ასეთი შეხვედრა 5 დეკემბერს, შესაძლოა, ონლაინ ფორმატში გაიმართოს...წაიკითხეთ სრულად