ავტორი:

გლობალური დათბობის საფრთხე: სანაპირო ქალაქები, რომლებიც მომავალში სავარაუდოდ, წყლის ქვეშ აღმოჩნდებიან - არის თუ არა ჩამონათვალში ბათუმი, ქობულეთი...?

გლობალური დათბობის საფრთხე: სანაპირო ქალაქები, რომლებიც მომავალში სავარაუდოდ, წყლის ქვეშ აღმოჩნდებიან - არის თუ არა ჩამონათვალში ბათუმი, ქობულეთი...?

ზღვის დონის მატება - პროცესი, რომელიც აღწერს ზღვის დონის ზრდას. იგი სულ მცირე მე-20 საუკუნიდან დაიწყო, ხოლო 1900- დან 2016 წლამდე ზღვის დონემ 16-21 სმ-ით აიწია. ზღვის დონის მაღლა აწევა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალური დათბობით, რაც ტემპერატურის ზრდასთან ერთად იწვევს მარილიანი წყლის გაფართოებას, მყინვარული საფარისა და მყინვარების დნობას.

თუ რამდენად აიწევს ზღვის დონე მომავალში, ამის თქმა რთულია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზღვის დონე დედამიწის ყველა რეგიონში განსხვავებულად მოიმატებს. ეს ფაქტორი განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნის ზღვისპირა ქალაქებს.

"სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიქმნა 200-მდე სანაპირო ქალაქის ანიმაციური მოდელი, რომელიც შორეულ მომავალში მათ სავარაუდო ბედს გვიჩვენებს" - წერს independent-ი... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამონათვალში არ არის საქართველოს ზღვისპირა ქალაქები. ქალაქების სრული სია ნახეთ აქ

ალექსანდრია, ეგვიპტე

ჰავანა, კუბა

გლაზგო, შოტლანდია

ვაშინგტონი, აშშ